„ნაცების ბუდე“ უხეში გამოთქმაა, რაც არასწორია. თუმცა ადამიანები, ვინც იქ ახალგაზრდებს ასწავლიან, რასაკვირველია, არიან კონკრეტულ პლატფორმაზე მყოფი ადამიანები. ყოველ შემთხვევაში, მათი უმრავლესობა. მათ კონკრეტული მიზანი აქვთ. ეს ყველაფერი, წლებია, გრძელდება. მთავარი ამოცანაა ის, რომ ფაკულტეტების რაციონალიზაცია მოხდეს. ის, რომ ერთ შენობაში 30-მდე სხვადასხვა სპეციალობა ისწავლება, განათლების ექსპერტების მიერ პოზიტიურად შეფასებული არ არის.
დედამიწისმცოდნეობა, კიდევ სხვა ფაკულტეტები ქვედარგებს ითვალისწინებს და ექსპერტები ფიქრობენ, რომ ხარისხი იკარგება, როცა საგნების ფართო სპექტრია. სტუდენტებს ინტელექტუალური რესურსის მობილიზება სჭირდებათ კონკრეტულ სპეციალობებზე. სწავლა უფასო იქნება და შეთავაზებული რეფორმა არის სტუდენტებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისთვის. ასეთი გააფთრებული წინააღმდეგობა მიუთითებს, რომ რაღაც პოლიტიკური პლატფორმა გააჩნიათ“ – თქვა გია ვოლკსიმ
გუშინ განათლების მინისტრის პოსტზე მყოფმა მიქანაძემ თქვა, რომ ოცნების განათლების რეფორმის მიხედვით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მხოლოდ აგრარული სპეციალობები; ქართულ-აფხაზური ენა და ლიტერატურა; პედაგოგიკის ფაკულტეტები იქნება. კვოტები დამტკიცდა სხვა უნივერსიტეტების შემთხვევაშიც, თუმცა სოხუმის უნივერსიტეტს, რომელსაც ოცნებამ არაერთი ფაკულტეტი ჩამოართვა და აგრარული მიანიჭა, ასეთი დარგი საერთოდ არ აქვს – ის იქ სტუ-დან უნდა გადაიტანონ. ცნობილია, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტებს აგრარული სპეციალობები სექტემბრიდან უნდა ასწავლოს. ოცნების გადაწყვეტილება საზოგადოებაში პროტესტი მოყვა, მოქალაქეები, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები გუშინ იულიანთან შეიკრიბნენ და ოცნების განათლების რეფორმა გააპროტესტეს
