Friday, February 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ჩვენი კოლეგების მრავალწლიანი შრომა წარმოადგენს დარგის ინსტიტუციურ კაპიტალს და მისი გაქრობა დაუშვებელია – ფსიქოლოგთა პროფკავშირი

February 13, 2026
ჩვენი კოლეგების მრავალწლიანი შრომა წარმოადგენს დარგის ინსტიტუციურ კაპიტალს და მისი გაქრობა დაუშვებელია – ფსიქოლოგთა პროფკავშირი

საქართველოს ფსიქოლოგთა პროფკავშირი სოლიდარობას უცხადებთ აკადემიურ სფეროში მომუშავე ფსიქოლოგებს და აცხადებენ, რომ მათი მრავალწლიანი შრომა წარმოადგენს დარგის ინსტიტუციურ კაპიტალს და მისი გაუფასურება ან გაქრობა დაუშვებელია.

ისინი განცხადებას ავრცლებენ და მოუწოდებენ გადაწყვეტილების მიმღებ მხარეს, გადაიხედოს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამების გაუქმების გადაწყვეტილება.

“თანამედროვე მსოფლიოში ფსიქიკური ჯანმრთელობის, სოციალური კეთილდღეობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევების ფონზე, ფსიქოლოგიის დარგის ინსტიტუციური დასუსტება აფერხებს როგორც პროფესიის, ისე საზოგადოების განვითარების შესაძლებლობას. პროგრამების კონცენტრირება ერთ ქალაქში, ერთ ფაკულტეტზე და მისაღები სტუდენტების რაოდენობის შემცირება, ვერ უზრუნველყოფს იმ მრავალფეროვანი ექსპერტიზის შენარჩუნებას, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა.

აღსანიშნავია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის მიმართულებით შექმნილი აკადემიური და სამეცნიერო მემკვიდრეობა. წლების განმავლობაში, უნივერსიტეტებში მომუშავე ფსიქოლოგებმა, საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით, ჩამოაყალიბეს კლინიკური, განვითარების, კოგნიტური, განათლების, სოციალური ფსიქოლოგიისა და სხვა სკოლები. აღნიშნული ცოდნისა და გამოცდილების გაქრობის შემთხვევაში, მისი სრულფასოვანი კომპენსაცია ერთი ინსტიტუციური პროგრამის ფარგლებში პრაქტიკულად შეუძლებელია.

საქართველოს ფსიქოლოგთა პროფკავშირი გამოხატავს სოლიდარობას უნივერსიტეტებში მომუშავე აკადემიური პერსონალის, სტუდენტებისა და პროფესიული საზოგადოების მიმართ და მოუწოდებს გადაწყვეტილების მიმღებ მხარეს:

გადაიხედოს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამების გაუქმების გადაწყვეტილება;
უზრუნველყოფილ იქნას დარგის მრავალცენტრული და მდგრადი განვითარება;
შენარჩუნდეს და გაძლიერდეს არსებული სამეცნიერო სკოლები და პროფესიული მიმართულებები;
სათანადოდ იქნას გათვალისწინებული ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიის როგორც მეცნიერების სტრატეგიული მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისთვის.
სოლიდარობას ვუცხადებთ აკადემიურ სფეროში მომუშავე ფსიქოლოგებს და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენი კოლეგების მრავალწლიანი შრომა წარმოადგენს დარგის ინსტიტუციურ კაპიტალს და მისი გაუფასურება ან გაქრობა დაუშვებელია, – წერს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგთა პროფკაშვირი.

“ოცნების“ განათლების რეფორმის მიხედვით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მხოლოდ აგრარული სპეციალობები; ქართულ-აფხაზური ენა და ლიტერატურა; პედაგოგიკის ფაკულტეტები იქნება. კვოტები დამტკიცდა სხვა უნივერსიტეტების შემთხვევაშიც, თუმცა სოხუმის უნივერსიტეტს, რომელსაც ოცნებამ არაერთი ფაკულტეტი ჩამოართვა და აგრარული მიანიჭა, ასეთი დარგი საერთოდ არ აქვს – ის იქ სტუ-დან უნდა გადაიტანონ. ცნობილია, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტებს აგრარული სპეციალობები სექტემბრიდან უნდა ასწავლოს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შეიცვლება თუ არა ამინდი? – სინოპტიკოსების პროგნოზი
  • “თუ ხანგრძლივად გაგრძელდა ამ გუნდის მმართველობა არ ვიცი საერთოდ საით წავალთ” – დავით ზურაბიშვილი
  • დიმიტრი პესკოვი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge