Friday, February 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პროკურორი 4 ოქტომბრის საქმეზე – ვადასტურებ, რომ კონკრეტულმა ბრალდებულებმა და ადვოკატებმა საპროცესო შეთანხმების თაობაზე მოგვმართეს და ჩვენს შორის მოლაპარაკება დაიწყო

February 13, 2026
პროკურორი 4 ოქტომბრის საქმეზე – ვადასტურებ, რომ კონკრეტულმა ბრალდებულებმა და ადვოკატებმა საპროცესო შეთანხმების თაობაზე მოგვმართეს და ჩვენს შორის მოლაპარაკება დაიწყო

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების ნაწილთან საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების დაწყებას საქმის პროკურორი როინ ხინთიბიძე ადასტურებს.

როგორც ის განმარტავს, არაერთმა ბრალდებულმა და მათმა ადვოკატმა მიმართა უწყებას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით, თუმცა, რა პირობებით შეიძლება ეს შეთანხმება დასრულდეს, პროკურორი არ საუბრობს, ვინაიდან მისივე განმარტებით, ეს კონფიდენციალურია.

„იმისთვის, რომ კონკრეტულ ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს, სახეზე უნდა გვქონდეს მათი მხრიდან აღიარება, ასევე განცხადებითაც უნდა მოგვმართონ და შემდეგში, განვიხილავთ საპროცესო შეთანხმების საკითხს. მოცემულ შემთხვევაში, არაერთმა ბრალდებულმა მოგვმართა განცხადებით საპროცესო შეთანხმების თაობაზე და მათთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, თუმცა კონკრეტულ პირობებზე ამ ეტაპზე ჩამოყალიბებული არ ვართ, ვაგრძელებთ მოლაპარაკებას და თუკი, ყველანი შევთანხმდებით პირობებზე, რა თქმა უნდა, გაფორმდება საპროცესო შეთანხმება. არაერთმა ბრალდებულმა მოგვმართა, კონკრეტულ სახელებს და გვარებს არ დავასახელებ.

მოლაპარაკებების პროცესი ჩვენსა და დაცვის მხარეს შორის კონფიდენციალურია, თუმცა, ვადასტურებ, რომ კონკრეტულმა ბრალდებულებმა და ადვოკატებმა მოგვმართეს საპროცესო შეთანხმების თაობაზე და ჩვენს შორის საპროცესო შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკება დაიწყო, თუმცა, კონკრეტულ პირობებზე ამ ეტაპზე შეთანხმებული არ ვართ“, – განაცხადა ხინთიბიძემ.

ცნობისთვის, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლის სამართლის პასუხისგებაში 64 პირია მიცემული. აღნიშნული პირების საქმეების განხილვა სასამართლოში 4 ეპიზოდად მიმდინარეობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • ილიაუნის კანცლერი განცხადებას ავრცელებს
  • ილიაუნის განათლების სკოლა განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge