Friday, February 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რუსეთის პროკურატურა ჟურნალისტ ეკატერინა კოტრიკაძის 9 წლით დაპატიმრებას ითხოვს

February 13, 2026
რუსეთის პროკურატურა ჟურნალისტ ეკატერინა კოტრიკაძის 9 წლით დაპატიმრებას ითხოვს

მოსკოვში დაუსწრებლად ასამართლებენ ტელეარხ „დოჟდის“ წამყვანს, ეკატერინა კოტრიკაძეს. მას პროკურატურა ბრალს სდებს რუსი სამხედროების შესახებ „ფეიკების“ გავრცელებაში.

გამოცემა „მედიაზონის“ ინფორმაციით, მოსკოვის გოლოვინოს რაიონის სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ ეკატერინა კოტრიკაძისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ითხოვა.

რუსეთის პროკურატურა „ფეიკებად“ მიიჩნევს მაგალითად, ჟურნალისტის მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტებს, რომლებიც ეხებოდა უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას და ოდესაზე ერთ-ერთი სარაკეტო დარტყმის შედეგად სამი თვის გოგოს და მისი დედის დაღუპვას.

ეკატერინა კოტრიკაძეს დაუსწრებლად ასამართლებენ „დოჟდის“ ეთერში უფლებადამცველი ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის ხელმძღვანელის ციტატის მოყვანისთვისაც, რომელიც ეხებოდა კიევის ოლქიდან რუსი სამხედროების გასვლის დროს მათ მიერ ჩადენილ წამებას და გაუპატიურებას.

რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებულ ეკატერინა კოტრიკაძეს მოსკოვის გოლოვინოს რაიონის სასამართლომ 2025 წლის ოქტომბერში დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი პატიმრობა.

რუსეთის შსს-ს ეკატერინა კოტრიკაძე ძებნილად ჰყავს გამოცხადებული.

თბილისში დაბადებული ეკატერინა კოტრიკაძე, რომელიც საქართველოს და რუსეთის მოქალაქეა, სხვადასხვა დროს მუშაობდა ქართულ და რუსულ ტელეკომპანიებში. 2020 წლიდან არის დამოუკიდებელი ტელეარხის, „დოჟდის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი და წამყვანი.

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ „დოჟდი“ გამოაცხადა „არასასურველ ორგანიზაციად”, არხის არაერთი ჟურნალისტი კი -„უცხოეთის აგენტად”.

ტელეარხმა რუსეთიდან მაუწყებლობა შეწყვიტა და ლიცენზია ჯერ ლატვიისგან, ამ ლიცენზიის გაუქმების შემდეგ კი ნიდერლანდისგან მიიღო. ამჟამად „დოჟდის“ რედაქცია ამსტერდამიდან საქმიანობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს
  • “ქართული ოცნება” სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე კვოტებს 240-დან 165-მდე ამცირებს
  • საქართველოს რკინიგზა განცხადებასა ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge