Friday, February 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენა – ოპოზიცია რისკებზე მიუთითებს

February 13, 2026
რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენა – ოპოზიცია რისკებზე მიუთითებს

ოპოზიცია იმ შესაძლო რისკებსა და გამოწვევებზე საუბრობს, რომლებიც რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის პერსპექტივას შეიძლება მოჰყვეს. საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც რუსულმა მხარემ რეგიონში სატრანსპორტო მარშრუტების განბლოკვის პროცესზე განცხადებები გააკეთა.

აღნიშნულ ინიციატივას საქართველოში პოლიტიკური შეფასებები უკვე მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საკითხი მხოლოდ ეკონომიკურ ან სატრანსპორტო განზომილებაში არ უნდა განიხილებოდეს და იგი პირდაპირ უკავშირდება უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის თემებს. მათი განცხადებით, ხელისუფლების დუმილი და რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროცესები დამატებით კითხვებს აჩენს.

ივანიშვილი როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში 2012 წელს, მაშინვე საუბრობდა ის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნის ინტერესზე, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური სტატუსის გადაწყვეტის გარეშე ოკუპირებული აფხაზეთის ეს შეუძლებელი იყო. ახლა, როდესაც რუსეთი აცხადებს, რომ მიმდინარეობს საუბრები, ეს არ არის მხოლოდ განზრახვა, არამედ უკვე მზა სამუშაო პროცესი მითუფრო ოკუპირებულ გალში აშენებული ტერმინალის ფონზე, სადაც რკინიგზა გალამდე უნდა მოვიდეს და მითუფრო მაშინ, როდესაც საქართველოს აღარ ჰყავს ის დასავლელი მეგობრები, რომლებიც ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის გარანტორები იყვნენ. შესაბამისად, ივანიშვილის რეჟიმის დუმილი ამ საკითხზე, ისევე, როგორც დასრულებული გალის ტერმინალი, არის ამ სამუშაო პროცესის მხოლოდ და მხოლოდ ნაწილი და იმ შემთხვევაში თუ ჩვენ არ გავწევთ ადეკვატურ წინააღმდეგობას, ეს სრულიად შესაძლებელია, რომ დასრულდეს სამ სახელმწიფოდ დაშლის გაფორმების რეალური სურათით, მითუფრო მაშინ, როდესაც რუსეთს ფეხი აქვს ამოკვეთილი სამხრეთ კავკასიაში გავლენების კუთხით, – ამბობს თეონა აქუბარდია.

ენმ-ს წევრის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე მსგავსი ინიციატივები განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს. მისი თქმით, ქვეყნის შესაძლო იზოლაცია და უსაფრთხოების გამოწვევები ზრდის რისკებს, რის გამოც “ოცნებას” ხელისუფლებას მკაფიო და საჯარო პოზიციის დაფიქსირება მოეთხოვება.

იმ სიტუციაში, როდესაც საქართველო მარტო დარჩა, პრაქტიკულად მარტო იზოლაციაში რუსეთთან, მათი მადა კიდევ უფრო გაიხსნება, იმიტომ, რომ ასე ხდება – მარტო დარჩენილ პატარა ქვეყანას რუსეთისგან ყოველთვის შეიძლება, საფრთხე დაემუქროს და საქართველოს ძალაუფლება, ივანიშვილის ძალაუფლება, არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქართველი ხალხი დაიცვას. მას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ დაიცვას საქართველოს მოქალაქეები, დაიცვას ქართველი ხალხი და პირიქით, ივანიშვილი მიაქანებს ამ ქვეყანას ომის ტრაექტორიისკენ, – ამბობს დეკანოიძე.

პუტინის რეჟიმი რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდა. ოკუპანტი ქვეყნის ვიცეპრემიერი აცხადებს, რომ რუსეთი დარღვეული მარშრუტების აღდგენაზე მუშაობს. გეგმავენ, საქართველოსთან სარკინიგზო გზა თავიდან გაჭრან, რომელიც აგრესორ რუსეთს ოკუპირებული აფხაზეთის გავლით დაგვაკავშირებს.

აღნიშნულ ინიციატივას ალექსეი ოვერჩუკი კეთილშობილური მიზნებით ფუთავს და ირწმუნება, რომ კავკასიაში ხალხებს შორის კავშირია საჭიროა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ პირდაპირ არის ჩანაწერი, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სარკინიგზო მიმოსვლა და საერთაშორისო საგზაო გადაზიდვები აკრძალულია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ხმაური განათლების სამინისტროში
  • “ოთარ ფარცხალაძეს არ ვიცნობ” – ლევან ჯანგველაძის მძღოლი
  • პროკურორი 4 ოქტომბრის საქმეზე – ვადასტურებ, რომ კონკრეტულმა ბრალდებულებმა და ადვოკატებმა საპროცესო შეთანხმების თაობაზე მოგვმართეს და ჩვენს შორის მოლაპარაკება დაიწყო

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge