ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებილი სტუდენტები მარშით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.
მსვლელობა ცოტა ხნის წინ დაიწყო. მარშის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით “სტუდენტების წინააღმდეგობა გარდაუვალია”.
თბილისისი ქუჩებში ისმის შეძახილები “ბოლომდე“, “არა განათლების დეფორმას“.
ილიაუნი ბოლო ხანებში ყველაზე მეტად ხვდება “ოცნებას“ თვალში, მითუმეტეს, იმის გათვლისწინებით, რომ ეს უნივერსიტეტი, თავისი აკადემიური პერსონალით, ლექტორებით და სტუდენტებით აქტიურად გამოირჩევა პროევროპული პოზიციით, ეტყობა ეს არ მოსწონს ირაკლი კობახიძეს, და გვიანონსებს, რომ მხოლოდ ერთი პროგრამა, პედაგოგიკის მიმართულებით უნდა დაგვრჩეს, რაც სრული აბსურდია. ილიაუნი ძალიან ბევრი კვლევის თუ რეიტინგის მიხედვით, არის ერთ-ერთი წამყვანი არა მარტო ამ ქვეყანაში, არამედ მთელს რეგიონში. ეს არის მისი დანგრევის მცდელობა, რასაც სტუდენტები, ასევე მისი ლექტორები, ვხვდებით წინააღმდეგობით. ყველას მოვუწოდებთ, შემოგვიერთდნენ, არ დამორჩილდნენ ე.წ. რეფორმას და არ შეცვალონ არაფერი, ამ ადამაინების მითითებით, – ამბობს სტუდენტი.
