Thursday, February 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

February 12, 2026
საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

მაკა ბოჭორიშვილის პირველ მოადგილეს გიორგი ზურაბაშვილსა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელ ელჩ პაველ ჰერჩინსკის შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც საგარეო უწყება განმარტავს, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს პოზიციის გადაცემა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შემზღუდავი ზომების დაცვისა და სანქციების გვერდის ავლის შემთხვევების აღკვეთა-პრევენციის მიზნით ქვეყნის მიერ გაწეული ძალისხმევის თაობაზე.

განცხადების თანახმად, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები და წევრი ქვეყნები მხედველობაში მიიღებენ ობიექტურ ფაქტებსა და საქართველოს მიერ შემზღუდავი ზომების დაცვისა და სანქციების გვერდის ავლის შემთხვევების აღკვეთა-პრევენციის მიზნით გაწეულ მასშტაბურ ქმედებებს და, რაიმე ტიპის შეზღუდვების დაწესებით, ზიანს არ მიაყენებენ კასპია – შავი ზღვა – ევროპის სტრატეგიულ კორიდორსა და ევროკავშირის “შუა დერეფნის” ინიციატივას, რომლის განუყოფელი ნაწილი ყულევის ნავსადგურიცაა.

„გიორგი ზურაბაშვილმა ევროკავშირის მხარეს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და სახელმწიფო უწყებების მუშაობაზე, საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთებისა და გემების გადაადგილების მონიტორინგისა და სანქცირებული ობიექტების გამოვლენის, ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებული საერთაშორისო აქტივობების გამოაშკარავების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ დაწესებული შემზღუდავი ზომების შესრულების მიმართულებებით. მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული მხარის ძალისხმევის, პროაქტიულად გატარებული ღონისძიებებისა და გამოვლენილი შემთხვევების თაობაზე ინფორმაცია, ანგარიშების სახით, რეგულარულად მიეწოდება საერთაშორისო პარტნიორებს, უპირველესად, კი ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებს.

გიორგი ზურაბაშვილმა აღნიშნა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს ყულევის ნავსადგურის ევროკავშირის სანქციების სიაში შესაძლო დამატების თაობაზე ყოვლად გაუგებარი, დაუსაბუთებელი და ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან ყულევის პორტში არ დაფიქსირებულა სანქცირებული გემის მიღების და/ან სანქციების გვერდის ავლის არცერთი შემთხვევა. მინისტრის პირველმა მოადგილემ დასძინა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან ყულევის ნავსადგურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით რაიმე კითხვა ან შენიშვნა არ მიუღია, იმ ფონზე, როცა წლების განმავლობაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის შემზღუდავ ზომებთან დაკავშირებით თანამშრომლობის კარგი პრაქტიკა ჩამოყალიბდა, რასაც სანქციებზე ევროკავშირის წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივენის, დადებითი შეფასებებიც მოწმობს”, – წერია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
  • ილიაუნის რექტორი ახალ რეფორმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – “მეტრონომის” ფოტოკოლაჟი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge