Thursday, February 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

მარკეტები ფიქრობენ, რომ ფასები დისტრიბუციის ქსელი გამო იზრდება

February 12, 2026
მარკეტები ფიქრობენ, რომ ფასები დისტრიბუციის ქსელი გამო იზრდება

რითეილ ასოციაცია სურსათის ფასებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, მარკეტები ფიქრობენ, რომ ფასები დისტრიბუციის ქსელი გამო იზრდება.

რითეილ ასოციაცია განმარტავს, რომ საერთაშორისო გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ დაბალ ფასს განსაზღვრავს მიწოდების ჯაჭვის ეფექტურობა, კერძოდ: ევროპის ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაში, სადაც ბაზრის უდიდესი ნაწილი ორგანიზებულ რითეილზე მოდის, ლოგისტიკა მაქსიმალურად ცენტრალიზებულია, პროდუქტი მწარმოებლიდან პირდაპირ ქსელის საწყობებში ხვდება და მაღაზიებში უკვე თავად ქსელის შიდა ლოგისტიკის მიერ, ოპტიმიზირებული სისტემით ნაწილდება. სწორედ ამიტომ იქ პრაქტიკულად არ არსებობს ზედმეტი რგოლი დისტრიბუციის სახით, რომელიც ფასს ზრდის.

რითეილ სექტორი მზად არის აღნიშნული მონაცემები და ანალიტიკა გაუზიაროს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, რათა მხარდაჭერის პროგრამები გახდეს უფრო მიზანმიმართული, პრაქტიკული და რეალურად მიმართული იმ პროდუქტების განვითარებაზე, სადაც ქვეყნის შიგნით წარმოების ზრდას შეუძლია ფასებზე მნიშვნელოვანი დადებითი გავლენის მოხდენა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ უახლოეს პერიოდში ასოციაცია საზოგადოებას და შესაბამის სტრუქტურებს წარუდგენს კონკრეტულ, ეკონომიკურად დასაბუთებულ და პრაქტიკულ წინადადებებს.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:
ბოლო პერიოდში საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია სურსათის ფასებთან დაკავშირებით. რითეილ ასოციაცია მიიჩნევს საჭიროდ, საზოგადოებას მიაწოდოს ეკონომიკურ რეალობაზე დაფუძნებული განმარტებები.

საერთაშორისო გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ დაბალ ფასს განსაზღვრავს მიწოდების ჯაჭვის ეფექტურობა, კერძოდ: ევროპის ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაში, სადაც ბაზრის უდიდესი ნაწილი ორგანიზებულ რითეილზე მოდის, ლოგისტიკა მაქსიმალურად ცენტრალიზებულია, პროდუქტი მწარმოებლიდან პირდაპირ ქსელის საწყობებში ხვდება და მაღაზიებში უკვე თავად ქსელის შიდა ლოგისტიკის მიერ, ოპტიმიზირებული სისტემით ნაწილდება. სწორედ ამიტომ იქ პრაქტიკულად არ არსებობს ზედმეტი რგოლი დისტრიბუციის სახით, რომელიც ფასს ზრდის. სადისტრიბუციო კომპანიებს კი ძირითადად გადამზიდის როლი აქვს.

ქართული მოდელი ჯერ კიდევ ტრანსფორმაციის პროცესშია. დღეს ხშირად ერთსა და იმავე სავაჭრო ობიექტს სხვადასხვა მომწოდებელი სხვადასხვა ტრანსპორტით ამარაგებს. ეს ნიშნავს მეტ ლოგისტიკურ ოპერაციას, მეტ საწვავს, მეტ დროს და საბოლოოდ მეტ ხარჯს, რომელიც პროდუქტის ფასში აისახება და ტვირთად აწვება მომხმარებელს.

აქვე, მნიშვნელოვანია განვმარტოთ „ქეშბექის“ საკითხი. ქეშბექი წარმოადგენს ჯამური მარჟისა და ფასნამატის ერთ-ერთ კომპონენტს და იგი თავიდანვე გათვალისწინებულია მომწოდებელსა და ქსელს შორის შეთანხმებულ სავაჭრო პირობებში. ეს არ არის დამატებითი გადასახადი ან ისეთი თანხა, რომელიც შემდეგ ეტაპზე ფასს ზემოდან ემატება. ამ რესურსის გამოყენება ძირითადად ხდება აქციებისთვის, დროებითი ფასდაკლებებისთვის, პროდუქტის უკეთ წარმოსაჩენად და სხვა აქტივობებისთვის, რომლებიც საბოლოოდ მომხმარებლის ინტერესზეა მიმართული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომპეტენტურ კვლევებზე დაყრდნობით, საქართველოში სუპერმარკეტების საშუალო ჯამური მარჟა ევროპულ მაჩვენებლებზე დაბალია. შესაბამისად, ფასის ფორმირებაზე მსჯელობისას აუცილებელია სრული სურათის დანახვა და არა ცალკეული ელემენტის გამოყოფა კვლევებზე დაფუძნებული მონაცემებით ცნობილია, რომ ორგანიზებული სუპერმარკეტები ერთად რითეილ ბაზრის დაახლოებით 40%-ს შეადგენენ. დანარჩენი 60% მოდის უბნის მაღაზიებსა და სხვა ტიპის სავაჭრო ობიექტებზე. ასევე, ცნობილია, რომ ამ სეგმენტში დისტრიბუცია ქეშბექსა და რეტრობონუსს ან საერთოდ არ იყენებს, ან ძალიან მცირე მასშტაბით იყენებს. მიუხედავად ამისა, არაბრენდირებულ უბნის მაღაზიებში პროდუქტები ხშირად უფრო ძვირია, ვიდრე ორგანიზებულ, მათ შორის დისკაუნტერულ ქსელებში.

ეს პრაქტიკა აჩვენებს, რომ ქეშბექი და რეტრო-ბონუსი ვერ განიხილება ფასის ზრდის მთავარ მიზეზად. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რამდენად ეფექტიანად არის მოწყობილი პროდუქტის მიწოდება. როგორც უკვე აღინიშნა, ფასის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს დამატებითი შუალედური რგოლის – დისტრიბუციის არსებობა, სადაც არაეფექტური და ძვირიანი სადისტრიბუციო პროცესი საბოლოოდ ზრდის ფასნამატს.

რითეილ ასოციაცია და მისი წევრები, გამოხატავენ მზადყოფნას, განიხილონ ქეშბექებისა და რეტრობონუსების გაუქმების საკითხი იმ პრინციპით, რომ შესაბამისი შემცირება აისახოს მოსაწოდებელ ფასში, თუმცა, ასეთი, ნაწილობრივი ნაბიჯები თავისთავად ვერ უზრუნველყოფს ფასის არსებით გაიაფებას, თუ პარალელურად არ მოხდება მიწოდების სისტემის გარდაქმნა და ლოგისტიკური მოდელის დაახლოება იმ ქვეყნებთან, მათ შორის გერმანიასთან, რომელიც მთავრობის მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა მაგალითის სახით.

ასოციაციის წევრ კომპანიებს უკვე აქვთ ინფრასტრუქტურული საფუძველი იმისთვის, რომ ეს ტრანსფორმაცია ეტაპობრივად განხორციელდეს. ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება როგორც ბიზნესის, ისე სახელმწიფო ინსტიტუტების კოორდინირებულ და თანამიმდევრულ მუშაობას.

ასევე, განსაკუთრებული ყურადღებას საჭიროებს ადგილობრივი წარმოების საკითხიც. ქვეყანაში ფასების შემცირებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა ადგილობრივი წარმოების განვითარება და ეკონომიკის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება. ეს საშუალებას მოგვცემს შევამსუბუქოთ საერთაშორისო ინფლაციისა და გაცვლითი კურსის გავლენა როგორც ბიზნესზე, ისე მომხმარებლისთვის საბოლოო ფასებზე.

რითეილ ასოციაციის წევრი კომპანიების მნიშვნელოვანი ნაწილი საკუთარი შიდა პოლიტიკის შესაბამისად აქტიურად უჭერს მხარს ადგილობრივ წარმოებას, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისა და ფერმერული პროდუქტების მიმართულებით.

ამასთან, საქართველოში წარმოებული პროდუქციის თაროებზე მოხვედრა მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული მომხმარებლის მოთხოვნასთან. ორგანიზებულ რითეილს აქვს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომელ კატეგორიებში არსებობს მაღალი მოთხოვნა და სად არის ადგილობრივი წარმოების განვითარების ყველაზე დიდი პოტენციალი. არაერთ პროდუქტზე დღეს ბაზარი ძირითადად იმპორტზეა დამოკიდებული სწორედ იმიტომ, რომ ადგილობრივი წარმოება არ არის საკმარისი მოცულობით წარმოდგენილი.

რითეილ სექტორი მზად არის აღნიშნული მონაცემები და ანალიტიკა გაუზიაროს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, რათა მხარდაჭერის პროგრამები გახდეს უფრო მიზანმიმართული, პრაქტიკული და რეალურად მიმართული იმ პროდუქტების განვითარებაზე, სადაც ქვეყნის შიგნით წარმოების ზრდას შეუძლია ფასებზე მნიშვნელოვანი დადებითი გავლენის მოხდენა.

რითეილ სექტორი ინტენსიურად მუშაობს ისეთი მოდელების შემუშავებაზე, რომლებიც უზრუნველყოფს მიწოდების ჯაჭვის გაუმჯობესებასა და საბოლოო ფასზე პოზიტიურ გავლენას.

უახლოეს პერიოდში ასოციაცია საზოგადოებას და შესაბამის სტრუქტურებს წარუდგენს კონკრეტულ, ეკონომიკურად დასაბუთებულ და პრაქტიკულ წინადადებებს.

ჩვენი მიზანია რეალური, გრძელვადიანი ცვლილებები, რომლებიც შეამცირებს მიწოდების ჯაჭვში არაეფექტურობას, შესაბამისად, მომხმარებლისთვის, ბიზნესისთვის და მთლიანად ეკონიმიკისთვის უკეთესს შედეგს მოიტანს,” – წერია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი განცხადებას ავრცელებს
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • მეტროსადგურ დელისზე მატარებელი ტექნიკური მიზეზის გამო მგზავრებისგან დაიცალა და ხაზიდან მოიხსნა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge