კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის დროებითი აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პროპაგანდისტული იმედის წამყავნი, გიორგი ფუტკარაძე დაინიშნა – ინფორმაციას ComCom ავცელებს:
“დაინიშნოს გიორგი ფუტკარაძე ,,მედიააკადემიის“ აღმასრულებელი
დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად 2026 წლის 10 თებერვლიდან 1 თვის ვადით;
2. გიორგი ფუტკარაძე ვალდებულია უფლებამოსილება განახორციელოს ა(ა)იპ „მედიააკადემიის“
წესდებით აღმასრულებელი დირექტორისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების
შესაბამისად;
3. დასაქმების პირობები და ანაზღაურება დარჩეს უცვლელი, მასთან, როგორც მიმართულების
ხელმძღვანელთან, 2019 წლის 4 მარტს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად;
4. ბრძანება ძალაში შედის მისი ხელმოწერისთანავე;
5. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;
6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ
საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ერთი თვის ვადაში.”- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს კომუნიკაციების კომისიის ახალი თავმჯდომარე, გოგა გულორდავა აწერს.
