“ქართული ოცნება” პირველადი მოხმარების საგნებისა და საკვები პროდუქტების სექტორის შესასწავლად საერთაშორისო კომპანიას მოიწვევს ამის შესახებ “ფასების კომისიაზე” შოთა ბერეკაშვილმა გააკეთა.
ბერეკაშვილის თქმით, ისინი პაპუაშვილს მიიმართავენ, წინადადებით, რომ კომისიის მუშაობის პარალელურად, მოიწვიოს საერთაშორისო კომპანია, რომელსაც FMCG სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვს. ბერეკაშვილი ამბობს, რომ კომპანიამ უნდა შეისწავლოს სექტორის სტრუქტურა, ბიზნესპროცესები, არსებული პრობლემები და საქართველოს ბაზარი შეადაროს მსგავსი ქვეყნების ბაზრის სტრუქტურას, რის შემდეგაც საკუთარი რეკომენდაციები წარადგინოს.
“ჩვენი კომისიის მუშაობის პარალელურად გვექნება დოკუმენტი, რომელიც განსხვავებული ხედვით შეაფასებს მდგომარეობას და მნიშვნელოვნად დაეხმარება საბოლოო შედეგზე გასვლაში. საუბარია საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების საგნებზე… გამოცხადდება ტენდერი და დადგენილი წესით შეირჩევა კომპანია. საერთაშორისო კომპანიები არსებობენ და ტენდერის საფუძველზე მოხდება მათი შერჩევა“ – თქვა ბერეკაშვილმა.
