Wednesday, February 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“წლიდან წლამდე მატულობს “ქეშბექი” და უარესდება ჩვენი მდგომარეობა ქსელურ მარკეტებში” – “კოდას” წარმოების დირექტორი

February 11, 2026
“წლიდან წლამდე მატულობს “ქეშბექი” და უარესდება ჩვენი მდგომარეობა ქსელურ მარკეტებში” – “კოდას” წარმოების დირექტორი

“წლიდან წლამდე უარესდება ჩვენი მდგომარეობა ქსელურ მარკეტებში. ე.წ. „ქეშბექი“ (Cashback), რომელიც განხილვის საგანი არის, წლიდან წლამდე მატულობს”, – ამის შესახებ “კოდას” წარმოების დირექტორმა გიორგი ავალიანმა “ფასების საპარლამენტო კომისიის” სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, კვერცხთან მიმართებით, დაახლოებით 22-25% არის ე.წ. ქეშბექი ქსელურ მარკეტებში. როგორც მან აღნიშნა, სწორედ ეს არის კვერცხის მწარმოებლების შემთხვევაში ერთი გამოწვევა.

საქმე ისაა, რომ პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სამუშაო სხდომა დღეს მიმდინარეობს, რომელზეც ხორცპროდუქტების, რძის ნაწარმის და კვერცხის მწარმოებლებს უსმენენ.

“ჩვენი გაყიდვების 90% ქსელურ მარკეტებზე მოდის. დისტრიბუციას ჩვენს დარგში ჩვენ თავად ვაკეთებთ. კომპანიის მარჟა ბოლო 5 წლის განმავლობაში სტაბილურად არის 10%.

პრობლემებს ვხედავთ იმაში, რომ წლიდან წლამდე უარესდება ჩვენი მდგომარეობა ქსელურ მარკეტებში. ე.წ. „ქეშბექი“, რომელიც განხილვის საგანი არის, წლიდან წლამდე მატულობს. დღევანდელი მოცემულობით, ქსელურ მარკეტებში კვერცხთან მიმართებაში ქეშბექი დაახლოებით 22-25%-მდე მერყეობს. ზოგადად ბაზარზე ასეთი მდგომარეობა არის”, – აღნიშნა გიორგი ავალიანმა და დასძინა, რომ მათ უწევთ ასევე ახალი მაღაზიის გახსნის მოსაკრებლის გადახდაც.

“ამასთანავე, ყოველი ახალი მაღაზიის გახსნის მოსაკრებელს ვიხდით, რომელიც იწყება 500, 1000, 2000 ლარიდან და 3000 ლარამდეც ადის, როცა ჰიპერმარკეტებს ვეხებით. ეს ერთჯერადი გადასახადია, რათა ამ ობიექტზე ჩვენი პროდუქცია გაიყიდოს. შესაბამისად, ეს პრობლემა და გამოწვევად რჩება ჩვენთვის”, – განმარტა “კოდას” წარმოების დირექტორმა.

ამავდროულად, მისივე თქმით, კვერცხის დარგისთვის პრობლემაა ისიც, რომ ის დამოკიდებულია იმპორტირებულ ნედლეულზე, – “დღგ-ს ნაწილში, ადგილობრივი მწარმოებლები, ფერმერები, რომლებსაც ხორბალი და სიმინდი მოჰყავთ, დღგ-სგან გათავისუფლებულები არიან. თუმცა, ჩვენ შემთხვევაში, ადგილობრივი წარმოება ჩვენი მოთხოვნის 10%-საც ვერ დააკმაყოფილებს. საუბარია სიმინდზე, ხორბალზე, სოიოზე, მზესუმზირაზე და მცენარეულ ზეთზე – ეს არის ძირითადი პროდუქტი, რასაც თვითღირებულებაში 70% წილი უჭირავს. იმპორტირებულ ნედლეულის ფიქსირებული ფასი არ არსებობს”, – განაცხადა მან.

ცნობისთვის, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) FMCG (პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის) ბაზრის შუალედური ანგარიში გასული წლის მაისში გამოაქვეყნა. საცალო ფასზე ზემოქმედების თვალსაზრისით, განსაკუთრებული ყურადღება ქეშბექზეა გამახვილებული, რომლის დინამიკაც მზარდია პროდუქტების უმეტესობაზე. მაშინ კონკურენციის სააგენტომ თქვა, რომ პროდუქტების უმრავლესობაზე ქეშბექის დინამიკა მზარდია, მაგალითად – წყალი 0.5 ლიტრის შემთხვევაში 22%-დან 33%-მდე, კვერცხი 10ც. 20%-დან 24%-მდე, მზესუმზირის ზეთი 1 ლიტრი 8%-დან 15%-მდე, კარაქი 200გ (82%) 25%-დან 34%-მდე, რძე (1ლ) და მაწონი (400 გრ) 14%-დან 25%-მდე.

“GCCA-ის პოზიციით, მიუხედავად იმისა, რომ ქეშბექის დიაპაზონი მსგავს პროდუქტებზე ცვალებადია, დისტრიბუტორების და რითეილის დონეზე, საბოლოო ჯამში, პროდუქტი საცალო დონეზე, მეტ-ნაკლებად, იდენტურ ფასად იყიდება. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც რითეილში შედარებით დაბალი ქეშბექი ფიქსირდება – მაღალია უშუალოდ რითეილის შემდგომი ფასნამატი და პირიქით, იმ შემთხვევაში, როდესაც მაღალია ქეშბექი, დაბალია რითეილის ფასნამატი, რაც შედეგობრივად განაპირობებს იდენტურ პროდუქტზე მსგავს ფასებს სხვადასხვა ქსელის შემთხვევაში”,- აღნიშნულია გასულ წელს გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 9-15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის – რას გიმზადებთ მიმდინარე კვირა?
  • პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა
  • “სილვიო ჩემთვის მხოლოდ დიდი პრეზიდენტი, მეწარმე და პოლიტიკოსი არ იყო. ჩემთვის, პირველ რიგში, დიდი ადამიანი იყო“ – რას იხსენებს კახა კალაძემ

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge