“ეს კვირა ცოტა ფრთხილად ვიყოთ, განსაკუთრებით, ორშაბათი, სამშაბათი, პარასკევი, შაბათი. ეს არის გეომაგნიტური დღეები. წინა პლანზე ოპტიმიზმი, სიყვარული უნდა იყოს და არა პესიმიზმი”, – ამის შესახებ ასტროლოგმა მიხელ ცაგარელმა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში “იმედის დილა” თქვა.
“თქვენ ისედაც ხედავთ, ამინდი ცვალებადია, მითუმეტეს, მეტეოდამოკიდებულ ადამიანებზე ეს ძალიან დიდი ზეგავლენას ახდენს და რადიკალურად შეიძლება შეიცვალოს გულსისძარღვოვანი სისტემების მდგომარეობა, წნევა ვაკონტროლოთ. აუცილებლად გამოვიყენოთ წამლის პრფილაქტიკა. ამასთან, შეძლებისდაგვარად დავისვენოთ.
ამის გარდა, დღეს და ხვალ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, დღეს დღის 15:00 საათიდან.
დღეს ხდება ძალიან ცუდი პლანეტარული შეერთებები. მთვარე შედის უარყოფით ენერგიაში და დაძაბულ ურთიერთობებს ქმნის – ურანთან, ვენერასთან, მარსთან. ასევე, კონფლიქტების ალბათობა მატულობს პარტნიოერებს შორის, როგორც სასიყვარულო, ასევე საქმიანი. გარკვეული დაპირისპირები შეიძლება იყოს მეგობრებთან. ელექტროობას მიაქციეთ ყურადღება, მოკლე ჩართვამ, ან ამდაგვარმა ტენდენციებმა თავი არ იჩინოს და ჯანმრთელობას…
ამ თვეში ეს არის ყველაზე რთული კვირა, იმიტომ, რომ დედამიწა რთულ ენერგოველშია შესული, ახლა კოსმიური გამოცდის კვირა გვაქვს, რომელიც ყველასგან ითხოვს, ცოტა მეტ მოთმინებას, თავდაჭერას, სიფრთხილეს, წინდახედულობას, ინტუიციაზე დაყრდნობას და სიყვარულს. წინა პლანზე ოპტიმიზმი, სიყვარული უნდა იყოს და არა პესიმიზმი. კოსმოსს ეს მოთხოვნა აქვს თითოეული ჩვენგანის მიმართ”, – ამბობს ცაგარელი.
“, – ამბობს ცაგარელი.