რუსთავის გზაზე ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა – არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახნენ. ამავე ცნობით, შეჯახება მაშინ მოხდა, როცა მსუბუქი სედანის ტიპის ავტომობილი ტრაილერისთვის გასწრებას ცდილობდა. ინფომრაციას ამის შესახებ “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
