სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის 73-ე ეტაპი იწყება – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
“იწყება სამოცდამეცამეტე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა.
ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში ა.წ. 16 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით 12 საათიდან 16 საათამდე.
რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:
მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები;
შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები.
საკონტაქტო ტელეფონები:
593 90 08 10
558 65 11 59
593 46 45 71” – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
