Tuesday, February 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“თავი რომ დაიცვა, ხომ უნდა იცოდე, რას გედავებიან – საქმის მასალებში ვერაფერი ვიპოვე, ვერც ფარული ჩანაწერები ან სხვა რამე – მითხარით, რას მედავებიან?” – გიორგი ვაშაძე სასამართლო პრცესებზე

February 10, 2026
“თავი რომ დაიცვა, ხომ უნდა იცოდე, რას გედავებიან – საქმის მასალებში ვერაფერი ვიპოვე, ვერც ფარული ჩანაწერები ან სხვა რამე – მითხარით, რას მედავებიან?” – გიორგი ვაშაძე სასამართლო პრცესებზე

“თავი რომ დაიცვა, ხომ უნდა იცოდე, რას გედავებიან. კოლექტიური ბრალის წარდგენა არსებობს სადმე?” – ამის შესახებ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებულმა გიორგი ვაშაძემ ბრალსა და საქმის მასალებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მას საქმის მასალები გადაეცა, ვერ ნახა ის ქმედებები თუ ფაქტები, რის გამოც პროკურატურა მის დასჯას ითხოვს.

„მე არ ვიცი რა პრაქტიკა გაქვთ. ბრალის დადგენილება რომ შემომიტანეს, ვერ გავიგე, რას მედავებიან. საქმის მასალებში ვერაფერი ვიპოვე, ვერც ფარული მოსმენის ჩანაწერები ან რაიმე. არაფერი არ არის.

თავი რომ დაიცვა, ხომ უნდა იცოდე, რას გედავებიან. კოლექტიური ბრალის წარდგენა არსებობს სადმე?

მითხარით, რა არის ჩემს ბრალში მოცემული, რას მედავებიან? წერია, რომ სამყაროში, რაღაც ხდება და გვარებია ჩაწერილი.

მე ინდივიდუალურად უნდა ვიცოდე, რას მედავებიან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ პროცესზე.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს – სხდომას ესწრება მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე და ბადრი ჯაფარიძე.

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება რამდენიმე თვის წინ წარუდგინა.

უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.

აღნიშნულ საქმეში გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კი 1 მილიონი ლარი გირაო აქვთ შეფარდებული.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 2026 წლის თებერვალი რომელი ზოდიაქოს 3 ნიშნის წარმომადგენლებისათვის გახსნის ცხოვრების ახალ თავს
  • ანჯელინა ჯოლი და ლუი გარელი პარიზში ერთად გამოჩნდნენ
  • BBC-მ გამოიძია, თუ რა იარაღით დახოცა ირანის რეჟიმმა დემონსტრანტები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge