Tuesday, February 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ფოთის პორტმა 30 000-ტონიანი ნავთობტანკერი წარმატებით მიიღო” – საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

February 10, 2026
“ფოთის პორტმა 30 000-ტონიანი ნავთობტანკერი წარმატებით მიიღო” – საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ განხორციელებული კოორდინაციისა და პორტების საოპერაციო ეფექტიანობის გაზრდაზე ორიენტირებული პოლიტიკის ფარგლებში ფოთის ნავსადგურმა კომპანია Gulf-ის 30 000-ტონიანი ნავთობტანკერი უსაფრთხოდ და წარმატებულად მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ფოთის პორტი მზადაა, საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით მიიღოს მსგავსი კლასისა და ტონაჟის გემები.

„მალტის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი SEA NIMBUS-ი ანტვერპენის პორტში, ExxonMobil-ის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაში დაიტვირთა და ფოთის ნავსადგურში წარმატებით შემოვიდა მიმდინარე წლის 7 თებერვალს.

გემის უსაფრთხო მიღება შესაძლებელი გახდა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“, „ეი პი ემ ტერმინალს ფოთის“ და ნავმისადგომის ოპერატორის — შპს „ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმითედის“ მიერ გაწეული ერთობლივი სამუშაოებისა და ეფექტიანი კოორდინაციის შედეგად. განხორციელებული სამუშაოების ფარგლებში ნავსადგურში მიღწეულმა სიღრმემ 10.4 მეტრი შეადგინა, რამაც უზრუნველყო 10 მეტრი წყალშიგის მქონე გემის ფოთის პორტში უსაფრთხო შემოსვლა.

მსგავსი კლასის ტანკერების მიღების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად აძლიერებს ფოთის პორტის ინფრასტრუქტურულ და ოპერაციულ პოტენციალს, ზრდის მის კონკურენტუნარიანობას რეგიონში და ამყარებს საქართველოს პოზიციას საერთაშორისო საზღვაო ლოგისტიკურ ჯაჭვში.

აღსანიშნავია, რომ ფოთის ნავსადგურმა აღნიშნულ სიღრმეებს ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად მიაღწია. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს პოლიტიკის შესაბამისად, სამომავლოდ დაგეგმილია სიღრმეების შემდგომი გაზრდა, რაც პორტს მისცემს შესაძლებლობას მიიღოს უფრო დიდი წყალწვის მქონე ტანკერები და გააუმჯობესოს არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენების ეფექტიანობა. აღნიშნული პრაქტიკა ადასტურებს პორტის ტექნიკურ და ოპერაციულ მზადყოფნას მაღალი ტონაჟის გემების უსაფრთხოდ მისაღებად და ხელს უწყობს ქვეყნის სატრანზიტო, ლოგისტიკური და ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებას“, – ნათქვამია განცხადებაში

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზოდიაქოს ნიშნები და მათი ყველაზე ცუდი თვისებები
  • ბრიფინგი “კოალიცია ცვლილებისთის” ოფისში
  • მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა მიმართვას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge