Tuesday, February 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“აფთიაქების სიჭარბე პრობლემაა, მაგრამ უცბად დანია, შვეიცარია ვერ გავხდებით” – გამყრელიძე

February 10, 2026
“აფთიაქების სიჭარბე პრობლემაა, მაგრამ უცბად დანია, შვეიცარია ვერ გავხდებით” – გამყრელიძე

“არ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ბაზარზე მნიშვნელოვანი მედიკამენტების დეფიციტს გამოიწვევს” – ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი, ამირან გამყრელიძე ინტერპრესნიუსთან ფარმაცევტულ სექტორთან მიმართებით კობახიძის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც “უნდა გამოინახოს გზები მედიკამენტებისა და სააფთიაქო სფეროში ფასების შემცირებისთვის.”

კობახიძე ფასებთან დაკავშირებით ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
IPN-ის გავრცელებულ ინტერვიუში, გამყრელიძე აცხადებს, რომ მედიკამენტების ფასების რეგულაციას სიფრთხილით უნდა მივუდგეთ. მისი აზრით, რეგულაციების შემოღებისას მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა და მჭიდრო თანამშრომლობა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის.

გამყრელიძე ასევე დასძენს, რომ მედიკამენტების ღირებულების მაქსიმალური ნაწილი უნდა ანაზღაურდეს სახელმწიფოს ან დაზღვევის მიერ, მთავარი მიზანი უნდა იყოს ის, რომ ადამიანი წამლის რეალურ ღირებულებას არ იხდიდეს.

“დღეს საქართველოში თავისუფალი ბაზარია და იშვიათად ფიქსირდება რომელიმე მედიკამენტის დეფიციტი. აღარ არსებობს სახელმწიფო მომარაგების სისტემა, როგორიც საბჭოთა პერიოდში იყო, როდესაც მთავარი სააფთიაქო სამმართველო უზრუნველყოფდა წამლების შემოტანასა და განაწილებას და პროცესი სახელმწიფო სუბსიდირებით ხორციელდებოდა. მაშინ არჩევანი და ხარისხი გაცილებით შეზღუდული იყო, ვიდრე დღეს. სწორედ ამიტომ, არ უნდა დავუშვათ მედიკამენტების დეფიციტის წარმოშობა.

ქვეყანაში სააფთიაქო ქსელები ინფრასტრუქტურისა და მომსახურების კუთხით საკმაოდ ძლიერად არიან წარმოდგენილნი. ბრენდული აფთიაქები მომსახურების კულტურით დასავლურ სტანდარტებს არ ჩამოუვარდებიან. თუმცა პრობლემად რჩება ბაზარზე აფთიაქების სიჭარბე – როგორც მსხვილი, ისე წვრილი ობიექტების სახით. ეს საკითხი ჯერ კიდევ 1990-იან წლებში იდგა დღის წესრიგში, მათ შორის 1997 წელს, წამლის კანონის მიღების პროცესშიც, აქაც კარგად არის გასათვალისწინებელი საერთაშორისო გამოცდილება და ჯანმოს რეკომენდაციები, მაგრამ აქაც უცბად დანია და შვეიცარია თუ ავსტრია ვერ გავხდებით.

მეორე მხრივ, გვაქვს ვითარება, როდესაც მოქალაქეს უწევს ერთი აფთიაქიდან მეორეში გადასვლა, რადგან კონკრეტული მედიკამენტის ღირებულებას სახელმწიფო ვერ ფარავს. ასეთი პრობლემები ერთ ან ორ დღეში, ან თუნდაც ერთ-ორ თვეში ვერ მოგვარდება. საჭიროა მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიების შემუშავება, რათა მივუახლოვდეთ იმ სტანდარტებს, რომლებიც ცივილიზებულ ქვეყნებში მოქმედებს.” – თქვა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე ასევე შეეხო ბაზარზე არსებულ ვითარებას და ახსნა ის მექანიზმები, რომლებიც მედიკამენტების ფასების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ასევე დასძენს, რომ ამ საკითხის მოსაგვარებლად საჭიროა “მრავალმხრივი სტრატეგია”.

“მსოფლიო ფარმაცევტული ბაზარი ერთ-ერთი უდიდესი ინდუსტრიაა, დაახლოებით 1.5 ტრილიონი დოლარის ბრუნვით. ყველა ქვეყანა სხვადასხვა მექანიზმს იყენებს ფასების რეგულირებისთვის. მე არასდროს ვიყენებ ტერმინს – „ფასების შემცირება“. მედიკამენტის შექმნა უკიდურესად ძვირი პროცესია (დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარი მოლეკულიდან საბოლოო პროდუქტამდე, იმედია ხელოვნური ინტელექტი შეამცირებს ამ პერიოდს) და ის იაფი ვერ იქნება. მთავარი ის არის, რომ მედიკამენტი ფინანსურად და გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისთვის.

განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ჯანდაცვის სისტემა გამართულად ფუნქციონირებს, წამლის ფასი შესაძლოა მაღალი იყოს, თუმცა ის არ წარმოადგენს ტვირთს მოქალაქისთვის. ღირებულების ანაზღაურება სახელმწიფოს ან სადაზღვევო სისტემების მიერ ხდება. მოსახლეობა მხოლოდ მცირე, დაახლოებით 5–10%-იან თანაგადახდას ახორციელებს და ისიც არა ყველა მედიკამენტზე.

ერთ-ერთი მექანიზმია ე.წ. გარე რეფერენტული ფასების გამოყენება, რომელსაც საქართველო ნაწილობრივ უკვე მიმართავს. ასევე მნიშვნელოვანია გენერიკული და ბიოსიმილარული მედიკამენტების გამოყენების წახალისება. ხარისხიანი გენერიკული პრეპარატი მოქმედების მექანიზმით არ ჩამოუვარდება ბრენდულს და ბევრ განვითარებულ ქვეყანაში სწორედ ისინი გამოიყენება, ანუ გენერიკული ფარმაცევტული პოლიტიკა. ეს მიდგომა საქართველოშიც დაინერგა, თუმცა სრულფასოვნად ჯერ ვერ ამუშავდა ბევრი მიზეზის გამო.

მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ ფასებზე მოლაპარაკებები და ე.წ. დიდი შესყიდვები, განსაკუთრებით ძვირადღირებულ ონკოლოგიურ პრეპარატებზე. ასევე აუცილებელია ექიმებისა და ფარმაცევტების უწყვეტი განათლება, პოლიპრაგმაზიასთან ბრძოლა და ადგილობრივი წარმოების მაქსიმალური ხელშეწყობა, რათა მისი წილი საერთო მოხმარებაში გაიზარდოს.

ფასების ხელმისაწვდომობის რეგულირებისთვის მრავალი მექანიზმი არსებობს – ფასების ფორმირების გამჭვირვალობა, კონტრაქტების საჯაროობა, არაპირდაპირი რეგულაციები, რეცეპტების სისტემის მკაცრი მართვა. აუცილებელია, ყოველწლიურად ან ორ წელში მაინც გადაიხედებოდეს და ქვეყნდებოდეს ესენციალური მედიკამენტების ნუსხა, რომელიც ჯანმო-ს მიდგომებზეა დაფუძნებული და მოიცავს სასიცოცხლოდ აუცილებელ პრეპარატებს. ეს მედიკამენტები ქვეყანაში ყოველთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს როგორც ფინანსურად, ისე გეოგრაფიულად.

ასევე საჭიროა, სახელმწიფო და კერძო სადაზღვევო პროგრამებში მაქსიმალურად გაფართოვდეს მედიკამენტების ანაზღაურების კომპონენტი. როდესაც პაციენტი მედიკამენტის ღირებულების მხოლოდ მცირე ნაწილს იხდის (სიმბოლური თანაგადახდა), ეს ამცირებს თვითმკურნალობის რისკს და უზრუნველყოფს წამლების გამოყენების უკეთ აღრიცხვას. ამ პროცესში გადამწყვეტია რეცეპტის გონიერი გამოყენების მკაცრი კონტროლი.

ზემოაღნიშნული მექანიზმების ნაწილი საქართველოში ნაწილობრივ დანერგილია, თუმცა ისინი სრულად ჯერ ვერ მუშაობს. აუცილებელია ძლიერი მონიტორინგი და, რაც მთავარია, მჭიდრო თანამშრომლობა სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და პროფესიულ ასოციაციებს შორის ყველა ახალი გადაწყვეტილების მომზადების პროცესში.” – განაცხადა გამყრელიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები: გიორგი რიკაძე, დემეტრე ჩიქოვანი და ალექსანდრე გაბაშვილი თითქოსდა გოგონების სახელით წერდნენ შერჩეულ მსხვერპლს, ითანხმებდნენ შეხვედრაზე და მათ უმოწყალოდ სცემდნენ” – პროკურატურა
  • საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
  • პროკურატურაში გიგა ავალიანის საქმეზე ბრიფინგი გაიმართა – უწყება ძალადობის ფაქტების ამსახველ ვიდეომასალას აქვეყნებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge