თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა – აღნიშნულის შესხებ ინფორმაციას IPN ავრცელებს და წერს, რომ ავტომობილში ორი პირი იმყოფებოდა.
როგორც ცნობილია, ერთ-ერთი მათგანი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
