ადმინისტრაციული ჯარიმები ემსახურება ერთადერთ რამეს – ქვეყანაში უსაფრთხოების დაცვას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში უნდა იყოს დაცული უსაფრთხოება და არ შეიძლება, 150 კაცი ძალადობდეს 4 მილიონ ადამიანზე.
„ადმინისტრაციული ჯარიმები ემსახურება ერთადერთ რამეს – ქვეყანაში უსაფრთხოების დაცვას. ქვეყანაში უნდა იყოს დაცული უსაფრთხოება და არ შეიძლება, 150 კაცი ძალადობდეს 4 მილიონ ადამიანზე. ამას ემსახურება ის ჯარიმები, რომლებიც ძალიან ეფექტურად მუშაობს“, – განაცხადა პრემიერმა.
