Sunday, July 6, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სოც.ქსელები

“შეთქმულების თეორიის მეორე ნაწილი – რატომ არ დასაჯეს მკაცრად და არ მიუსაჯეს ციხე?” – სანაია

March 17, 2022
“შეთქმულების თეორიის მეორე ნაწილი – რატომ არ დასაჯეს  მკაცრად და არ მიუსაჯეს ციხე?” – სანაია

14 მარტს, იმ დროს როდესაც კრემლის მიერ კონტროლირებული პირველი არხის პირდაპირ ეთერში  პროპაგანდისტული საინფორმაციო გამოშვება „ვრემია“ მიმდინარეობდა და წამყვანი ეკატერინა ანდრეევა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებზე საუბრობდა, მარინა ოვსიანნიკოვა სტუდიაში ბანერით შევიდა, სადაც ეწერა: „შეაჩერეთ ომი. არ დაუჯეროთ პროპაგანდას. აქ თქვენ გატყუებენ“. ოვსიანნიკოვამ პირდაპირ ეთერში წარმოთქვა მოწოდებაც: “შეაჩერეთ ომი! არა ომს!”

აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელდა მოსაზრებები, რომ ეს რუსეთის ხელისუფლების მიერ დადგმული სცენარია, რომელსაც ჟურნალისტი ვახო სანაია “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე ეხმაურება:

“ორიოდე სიტყვა შეთქმულების ახალ თეორიაზე…

მართლა ვერ ვხვდები, რატომ უნდა დაედგარი ამგვარი სცენა რუსეთის ხელისუფლებას?! ვერავინ ამიხსნის.

რა შედეგი მოიტანა ამ კადრმა?! მხოლოდ ზიანი პუტინისთვის.

პირველი, რასაც რუსეთის მოსახლეობა იფიქრებს – ნუთუ, ასე დასუსტდა პუტინი, რომ ამას უბედავენ? – ხალხში ამგვარი ეჭვის არსებობა, პუტინისთვის კატასტროფაა.

მოვიყვანე არგუმენტი, რომელსაც ვერანაირი სხვა არგუმენტი ვერ გადაწონის.
პირდაპირ პროპაგანდის აკვანში მოხდა ეს ამბავი.

შეთქმულების თეორიის მეორე ნაწილი – რატომ არ დასაჯეს პროდიუსერი მკაცრად და არ მიუსაჯეს ციხე? – იმიტომ, რომ იმავე მოსახლეობას აფიქრებინონ, რომ არაფერიც არ მომხდარა. უი, თურმე პუტინს მაგრად ჰკიდია, გაცილებით დიდი საქმეები აქვს. აი, მკაცრად რომ დაესაჯათ ეს ქალი, მაშინ ხალხი იფიქრებდა, რომ პუტინი მაგრად გამწარდა ამ ფაქტზე. ერთი სიტყვით, ახლა ასე იყო საჭირო, თუმცა პუტინი ამ ამბავს არ დაივიწყებს. იმედია, შურისძიება არ გამოუვა.

ამას დავუმატოთ, ჩემი აზრით, რუსული პროპაგანდის ხრიკი, ეჭვები გაჩნდეს ინდივიდუალური გამბედაობის მიმართ და მილიონი ვერსია შეთხზან, თითქოს დადგმული იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მნიშვნელობა არა აქვს, რა აბსურდულ ვერსიებზე იქნება დისკუსია, მთავარია, ეჭვები გაღრმავდეს და პატიოსანი ადამიანებიც ჩააბას უნებურად ამ განხილვებში.

კიდევ ერთ არგუმენტად მოჰყავთ, ტექსტი ინგლისურად რატომ უწერიაო. ჯერ ერთი, ორ ენაზე უწერია: ინგლისურად და რუსულად. შიდა და გარე აუდიტორიისთვის. და ზოგადად, არ მესმის, ეს საერთოდ რა არგუმენტია. თუმცა, ზედა აბზაცში რაც დავწერე, ესეც იმის გაგრძელებაა.

მოკლედ, იმხელა ზიანია დიქტატორისთის მსგავსი ფაქტი, შეუძლებელია, პუტინს ეს განგებ ჩაეფიქრებინა.

P.S. ხო, ერთი საკითხიც – ეკატერინა ანდრეევა აღარაა ისეთი ლამაზი, როგორიც ჩემს ბავშვობაში იყო”, – წერს სანაია “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თურქეთში თოვლი მოვიდა – რა ვითარებაა ადგილზე?
  • ილონ მასკი ახალ პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს
  • შეიცვლება თუ არა ამინდი? – სინოპტიკოსების პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge