Monday, February 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ბიძინა ივანიშვილი არის ახირებული, თან გადამგდები” – მურმან დუმბაძე

February 8, 2026
“ბიძინა ივანიშვილი არის ახირებული, თან გადამგდები” – მურმან დუმბაძე

“ბიძინა ივანიშვილი არის ახირებული, თან გადამგდები” – ამის შესახებ პოლიტიკოსმა, მურმან დუმბაძემ განაცხადა.

მან თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის ახირება შეიძლება იყოს.

მურმან დუმბაძის თქმით, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და უნივერსიტეტის წარმომადგენლები უნდა გაერთიანდნენ და წინააღმდეგობა გაუწიოს ბიძინა ივანიშვილს.

ბევრი რამე უნდა შეკრიბო ცა ქუდად, დედამიწა ქალამნად, მე შემიძლია ეს გავაკეთო, შეიძლება ახირებაა, შეიძლება უჭკუობაა, შეიძლება ადვილად კონტროლი, როცა ბევრის კონტროლი ძნელია ერთისა უფრო იოლდება, ბევრი რამე შეიძლება…

ბევრი რამე უნდა შეკრიბო და ყველაზე მთავარი მაინც მგონია, რომ ეს არის ახირებული ადამიანი, ეს კაცი ასეთია. არა, არა [კობახიძის ახირება არაა] ჩვენ კობახიძეს ძალიან მაღალ სტატუსს ვანიჭებთ, არა მგონია, კობახიძე ამდენს ვერ შეძლებს, ეს 2012 წლის ოქტომბრიდან ეს კაცი [ბიძინა ივანიშვილი] ნელ-ნელა მიდის დაღმავალი გზით და აკეთებს იმას, რაც მოიფიქრა და რასაც კარნახობენ.

ასეთი ახირებული კაცია და ამ ახირებას წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ. თუ ვიქნებით მტკიცენი, თუ ვიქნებით ძლიერები ადგილებზე, ავტონომიებში, უნივერსიტეტში საკუთარი ავტონომიაა, საკუთარი თვითმმართველობაა, საკუთარი სტუდენტობა, საკუთარი ლექტორ-მასწავლებლები, საკუთარი პროფესურა, ასევე ტექნიკურ უნივერსიტეტში. ეს ხალხი უნდა გაერთიანდეს და წინააღმდეგობა გაუწიოს, თუმცა პირველი სიგნალები რაც იქიდან გამოდის არის დამაიმედებელი იმიტომ, რომ აშკარად ჩანს, რომ საბჭო, სენატი, იქ უამრავი ორგანიზაციული ჯგუფებია, პირველი შეხედვით ჩანს, რომ ისინი წინააღმდეგობას უწევენ და ეს წინააღმდეგობა უფრო მძლავრი უნდა იყოს. არავითარ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს არ უნდა გაატანინო საკუთარი გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება საჭირო თუ იყო, უნდა იყოს წინასწარ შეთანხმებული სამეცნიერო ხალხთან, უნივერსიტეტთან, მის ადმინისტრაციასთან, მის სტუდენტობასთან, რომ ავხსნათ რატომ არის უკეთესი, ვიდრე ის რაც არსებობდა აქამდე თითქმის 100 წლის განმავლობაში…

თან ახირებული და თან გადამგდები… 2019 წლის გავრილოვის ღამე გახსოვთ და მერე მისი სახედაღრეჯილი გმირი ბიძინა ივანიშვილი. 2019 წლის 24 ივნისიც გახსოვთ, როცა გამოვიდა და თქვა, რომ მე გადავდივარ პროპორციულ არჩევნებზე, პოლიტიკურ პარტიებს ვაძლევ შანსს, რომ უფრო მეტად იმოქმედონ, კოალიციების გარეშე, რომ საქართველოს მოქალაქის ნება საარჩევნო ყუთთან უფრო გამომზეურდეს და ადამიანები იმის მიხედვით მოხვდნენ საქართველოს პარლამენტში, ვის როგორი სახალხო ლეგიტიმაცია ექნება – შემდეგ რამდენიმე თვე გადის და ბიძინა ივანიშვილის ასე ვთქვათ ოჯახის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ პროპორციულ არჩევნებს. მაგრამ ეს სინამდვილეში ისევ ბიძინა ივანიშვილის მოგონებაა, ანუ გადამგდები კაცია…” – თქვა მურმან დუმბაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ჩინური კალენდრის მიხედვით ახალი წელი 17 თებერვალს იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ ზოდიაქოს ნიშნებმა
  • ირანში მიმდინარე აქციებისას 15 წლის ფეხბურთელი მამის თვალწინ მოკლეს – Iran International
  • 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას თურქეთიც გეგმავს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge