იტალიის ქალაქ ფროზინონეში, სახლის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე საქართველოს 45 წლის მოქალაქე დააკავეს.
იტალიური მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქე სამართალდამცველებმა მაშინ შენიშნეს, როცა ის კიდევ ერთ პირთან ერთად, ნაქურდალი ნივთებით კერძო საცხოვრებელი სახლის დატოვებას ცდილობდა.
პოლიციის დანახვისას, ქურდებმა ტერიტორიიდან მიმალვა სცადეს, თუმცა ერთ-ერთი მათგანი კარაბინერებმა ელექტროშოკის გამოყენებით დააკავეს.
დაკავებულების პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს მოპარული ოქროს სამკაულები, საათები, პლანშეტები, საკოლექციო მონეტები და სხვა ძვირფასი ნივთები, რომელიც პატრონს დაუბრუნდა.
