დილის 6 საათზე , ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე, მიტოვებული შენობებიდან უსახლკარო ოჯახები გამოასახლეს – როგორც “აჭარა თაიმსი” წერს 22 ოჯახი მუნიციპალურმა ინსპექციამ პოლიციის თანხლებით გამოასახლა.
მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა „აჭარა თაიმსთან“ პირად საუბარში განაცხადა, რომ გამოსახლებულებს დროებით ბათუმის მერიის თავშესაფარში გადაიყვანენ. მერიის თანამშრომლები ამტკიცებდნენ, რომ გამოსახლების ერთად-ერთი მიზეზი შენობის ავარიულობა იყო. უსახლკარო ოჯახები სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ მიტოვებულ შენობებში დაახლოებით ორი წლის წინ შესახლდნენ. მათი თქმით, გამოსახლების პროცესის დაწყების შესახებ გაფრთხილება არ მიუღიათ.
