Saturday, February 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“1000 ლარად ტელეკომპანია „იმედის“ გაყიდვა მეტყველებს იმაზე, ეს კომპანია გაკოტრებულია” – რომან გოცირიძე

February 7, 2026
„მეწყერი დღითიდღე ძლიერდება, 30-მა ოჯახმა სახლები დატოვა…“ – რა ვითარებაა ხარაგაულში?

1000 ლარად ტელეკომპანია „იმედის“ გაყიდვა მეტყველებს იმაზე, ეს კომპანია გაკოტრებულია – ასე შეაფასა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ, ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის მიერ ტელეკომპანია „იმედის“ გაყიდვა.

“ბოლო ინფორმაციით, კომუნიკაციების კომისიიდან, „იმედის“ აუდიტორული დასკვნიდან ამ კომპანიას 2024 წელს 67 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა, მაშინ როდესაც მთელი სახელმწიფო მანქანა „იმედზე“ მუშაობს და ყველა – მუნიციპალიტეტები, მერია, პარლამენტი, მთავრობა და სახელმწიფო ორგანო ვალდებულია, რომ „იმედში“ რეკლამა მიიტანოს. ისევე, როგორც ყველა მსხვილი ბიზნესი.

„იმედი“ კი არ გაიყიდა, არამედ [ვიღაცებს] აკიდეს. უცნაურია თუ რატომ იღებს რომელიღაც კომპანია საკუთარ თავზე იმ ვალდებულებებს, რომელსაც მძიმე შედეგები მოჰყვება, რადგან ის არის როგორც სამართალმემკვიდრე, არამედ მორალურ-მემკვიდრეც იმ კომპანიისა, რომლის დასანქცირება ყველაზე მალე უნდა მომხდარიყო. რას იღებენ ეს ადამიანები? რატომ აგდებენ რისკის ქვეშ თავიანთ ოჯახებს? კომპანიას? ისინი ყოველწლიურად 50 მილიონ ლარს გადაიხდიან „იმედის“ ზარალში? არა, რა თქმა უნდა, აქ არის გარიგება, რომ ამ ვალებს ისევ ბიძინა ივანიშვილი დაფარავს. „იმედის“ დავალიანების უდიდესი ნაწილი აქვს ბიძინა ივანიშვილის ბანკებისა და კომპანიების მიმართ და ნაწილობრივ რუხაძის წინაშე. ამ ვალს არავინ არ მოსთხოვს. ამ გარიგების ნაწილია, რომ მომავალი ხარჯებიც სწორედ მათ მიერ დაფინანსდება, ალბათ რუხაძის მიერაც. თუმცა, რუხაძე არ იყო „იმედის“ მთავარი ინვესტორი. ოფიციალურად „იმედის“ ვალებში „ქართუ ბანკი“ და ბიძინა ივანიშვილის სხვა კომპანიები მოიხსენიება. 500 მილიონი ლარი ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილმა ჩადო და მომავალშიც ასე გაგრძელდება. მაგრამ რაში აწყობთ ამ ადამიანებს ივანიშვილთან ურთიერთობა, რომელიც უკვე კრიმინალური ხასიათისაა, საიდან მოდის ეს ფული და სად მიდის? რაში იხარჯება? რადგან, ყველა ეს სესხები გამჭვირვალე არ არის“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს – რა დეტალები ხდება ცნობილი?
  • “სინდისის პატიმრებს ციხეში შეზღუდვები დაუწესეს” – ლევან ბეჟაშვილი
  • ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – რა ვითარებაა ადგილზე?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge