ბათუმში, ბონის დასახლებაში არსებულ ბაზართან 16 წლის ბიჭი ხიდიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა. ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.
16 წლის ბიჭი, რომელიც ბათუმში ხიდიდან გადავარდა და დაიღუპა ალექსანდრე მამალაძეა
არსებული ინფორმაციით, ბიჭი ხიდზე თანატოლებთან ერთად იმყოფებოდა და ფოტოებს იღებდა, როდესაც გადავარდა, ხიდის ქვეშ სატვირთო მატარებლის ვაგონზე დაეცა და სავარაუდოდ, მაღალი ძაბვის შედეგად დაიღუპა.
💬 “მამალაძე, ზარი დაირეკა — შედი გაკვეთილზე.
მამალაძე, გარეთ გასვლა არ შეიძლება.
სკოლის გარეთ გაკვეთილების დროს ვერ გაგიშვებთ.“….💔
მამალაძე, იქ სადაც მიდიხარ ვერ გაგიშვებთ.
გადი სკოლის გარეთ.
ირბინე დერეფანში, გთხოვთ…“🖤🖤” – წერს ბათუმის მე-16 საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში.
