2026 წლის 17 თებერვალს, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, სამყაროს მართვის სადავეებს ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული და დაუმორჩილებელი სიმბოლო – წითელი (ცეცხლოვანი) ცხენი გადაიბარებს. ეს წელი 60 წელიწადში ერთხელ დგება და მას თან დიდი ცვლილებები, სისწრაფე და ვნება მოაქვს.
როდის დადგება ცეცხლოვანი ცხენის წელი?
ჩინური ახალი წელი 2026 წელს 17 თებერვალს იწყება. სწორედ ამ დღეს ჩაანაცვლებს ხის გველის მშვიდ ენერგიას ცხენის დაუოკებელი ტემპერამენტი.
მზადება: სივრცე და თავისუფლება
ცხენი თავისუფლებისმოყვარე ცხოველია, რომელსაც სჭირდება სივრცე. ამიტომ, დღესასწაულის მოახლოებამდე:
გაათავისუფლეთ სახლი : მოიშორეთ ყველაფერი, რაც მოძრაობაში გიშლით ხელს. ცხენს უყვარს ჰაერი და სინათლე. განაგრძეთ კითხვა…
