განათლების სამინისტროში თსუ-სა და სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლები გივი მიქანაძეს ხვდებიან – შეხვედრის მთავარი თემა ორი უმაღლესი სასწავლებლის გაერთიანების საკითხია.
მანამდე, მიმდინარე კვირაში, ორივე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ზვიად გაბისონიას შეხვდნენ.
სამინისტროში შეხვედრის დაწყებამდე უნივერსიტეტების რექტორებსა და განათლების მინისტრს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
