Friday, February 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

საია მოქალაქეთა საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

February 6, 2026
საია მოქალაქეთა საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოქალაქეთა საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ხშირ შემთხვევაში ადგენს სამართალდარღვევის ოქმს, თუმცა მისი ჩაბარების პროცედურები არ სრულდება კანონით განსაზღვრული წესით, რაც იწვევს მოქალაქეთა უფლებების დარღვევას.

ამასთან, საია მოქალაქეებს უზიარებს იმ სამართლებრივ რჩევებს, რომლებიც მათ დაეხმარებათ ამ პროცესში საკუთარი უფლებების დაცვაში.

„საია ეხმიანება მოქალაქეთა საბანკო ანგარიშების დაყადაღების პრაქტიკას, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული საქმეების საფუძველზე ხორციელდებოდა და კვლავ გრძელდება.

საიასთვის მოქალაქეთა ნაწილის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, მათ მხოლოდ ანგარიშების დაყადაღების შემდეგ მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ მიმართ დაწყებული იყო ადმინისტრაციული წარმოება და შედგენილი იყო საჯარიმო ოქმი. ამასთან კავშირში, აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო (შსს) ხშირ შემთხვევაში ადგენს სამართალდარღვევის ოქმს, თუმცა მისი ჩაბარების პროცედურები არ სრულდება კანონით განსაზღვრული წესით,1 რაც იწვევს მოქალაქეთა უფლებების დარღვევას.

ყადაღის დადება ნიშნავს, რომ მოქალაქე ვერ გამოიყენებს საკუთარ ანგარიშზე არსებულ ან/და ჩარიცხულ თანხებს. ყადაღა ასევე შეიძლება გავრცელდეს უძრავ ან მოძრავ ქონებაზე, რაც ნიშნავს, რომ მესაკუთრეს ეკრძალება ქონების გასხვისება ან /და უფლებრივად დატვირთვა. ეს არის სერიოზული ჩარევა საკუთრების უფლებაში, რის გამოც სააღსრულებო პროცესის დაწყება უნდა ხდებოდეს კანონის სრული დაცვით. დამკვიდრებული მავნე პრაქტიკის მიხედვით, შსს საჯარიმო ქვითრებს აქვეყნებს ვებგვერდზე – Protocols.ge, თუმცა მოქალაქეებს ამის შესახებ წინასწარ არ ატყობინებენ SMS-ის ან სხვა ტექნიკური საშუალებით. ხშირია შემთხვევები, როდესაც ქვითრების გამოქვეყნება ხდება ისე, რომ არ არის დაცული მათი ჩაბარების კანონით დადგენილი წესი, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სავალდებულო მოთხოვნაა.

იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო ორგანო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმის აღსრულების მიზნით, მოქალაქის საბანკო ანგარიშებზე ყადაღას იყენებს ისე, რომ მანამდე მოქალაქე საერთოდ არ ყოფილა ინფორმირებული მის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების, მიღებული გადაწყვეტილებისა და გადახდის ვადის თაობაზე, ეს წარმოშობს სერიოზულ კითხვებს, როგორც ქონების განკარგვის, ისე საქმის სამართლიანი განხილვისა და ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობაზე. ასეთ სიტუაციებში საკუთრების უფლება უკანონოდ და არაპროპორციულად იზღუდება, არამხოლოდ, იმიტომ, რომ პირი პრაქტიკულად კარგავს წვდომას საკუთარ ფინანსურ რესურსებზე, არამედ იმიტომაც, რომ ეს ხდება გაუფრთხილებლად, მკაფიო სამართლებრივი განმარტების და რეალური გასაჩივრების შესაძლებლობის გარეშე, რაც არღვევს კანონიერებისა და პროპორციულობის მოთხოვნებს. ამავე დროს, სამართლიანი განხილვის კუთხით, მოქალაქეს არ ეძლევა ელემენტარული პროცედურული გარანტიები: იცოდეს, რას ედავებიან, როდის და რა ოდენობის ჯარიმა დაეკისრა, რას ეფუძნება ეს გადაწყვეტილება და რა ვადაში შეუძლია მასზე რეაგირება. შედეგად, ადამიანს, ფაქტობრივად, ერთმევა შესაძლებლობა, წარმოადგინოს არგუმენტები, მოითხოვოს მისი საქმის გადახედვა ან თუნდაც ნებაყოფლობით გადაიხადოს ჯარიმა მანამდე, სანამ სახელმწიფო მიმართავს უფრო მკაცრ აღსრულების მექანიზმს, როგორიცაა ანგარიშზე ყადაღა. ეს უკანასკნელი გარემოება, რომ, სათანადო ინფორმირების შემთხვევაში, პირი შესაძლოა დროულად და ნებაყოფლობით დაფარავდა ჯარიმას, განსაკუთრებულად აჩენს პროპორციულობის პრობლემას, რადგან სახელმწიფომ აღარ სცადა ნაკლებად ინტენსიური, ადეკვატური გზა მიზნის მისაღწევად და გაამწვავა ჩარევა, რითაც დაარღვია სამართლიანი ბალანსი საჯარო ინტერესსა (ჯარიმის ამოღება) და ინდივიდის ქონების ინტერესებს შორის.

ქვემოთ მოცემულია ის სამართლებრივი რჩევები, რომლებიც მოქალაქეებს დაეხმარებათ ამ პროცესში საკუთარი უფლებების დაცვაში:

თუ პირის ანგარიშზე უკვე დადებულია ყადაღა და ამასთან ჯერ არ ყოფილა ინფორმირებული მის მიმართ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის შესახებ. საჭიროა, პირმა:

მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს / საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და გამოითხოვოს საჯარიმო ქვითარი და საქმის მასალები.

აღსრულების ბიუროდან მოითხოვოს ინფორმაცია მიმდინარე სააღსრულებო საქმესთან დაკავშირებით.

Protocols.ge ან/და სატელეფონო ქსელის პროვაიდერისგან მოიძიოს ინფორმაცია, იყო თუ არა სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე დაცული ინფორმაციის მოწოდების კანონისმიერი მოთხოვნა (გამოეგზავნა თუ არა SMS შეტყობინება).

ოქმის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს ადმინისტრაციული საჩივრით და თანდართული დოკუმენტებით; და მოითხოვოს ქვითრის გაუქმება და სააღსრულებო წარმოების შეჩერება.

გაითვალისწინეთ, რომ საჩივარი უნდა წარადგინოთ იმ სასამართლოში, რომელიც მდებარეობს შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე. სასამართლოში საჩივრის წარდგენა უფასოა. საჩივრისათვის დადგენილი ფორმა არ არსებობს, არსებითია მოთხოვნა იყოს სწორად, ზემოთ მითითებული ფორმულირებით.

აღსრულების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მოსამართლე. თუ მოსამართლე დააკმაყოფილებს მოთხოვნას, აღსრულება შეჩერდება თქვენს საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს აღსრულების შეჩერების მოთხოვნას, სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება, აღსრულების შეჩერების მიზნით, მატერიალური ფორმით წარუდგინოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

თუ პირი ეჭვობს, რომ შეიძლება იყოს დაჯარიმებული, იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს ანგარიშების შესაძლო დაყადაღების შემთხვევა, საჭიროა:

მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და მოითხოვოს ინფორმაცია, ხომ არ არსებობს მის მიმართ შედგენილი საჯარიმო ოქმი.

ჩაიბაროს ოქმი და გაასაჩივროს სასამართლოში 10 დღის ვადაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ამინდი მკვეთრად გაუარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება
  • ჯარიმა 300 ლარამდეა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
  • “მთელმა ქვეყანამ დაკარგა ძალიან ნათელი და გამორჩეული ადამიანი”- ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge