Thursday, February 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

“ვინ ჩამოუყალიბა ის აზრი პოლიციელს, რომ პაატა მანჯგალაძე არის ქვეყნის დამანგრეველი?” – პაატა მანჯგალაძე სპეცრაზმელს

February 5, 2026
“ვინ ჩამოუყალიბა ის აზრი პოლიციელს, რომ პაატა მანჯგალაძე არის ქვეყნის დამანგრეველი?” – პაატა მანჯგალაძე სპეცრაზმელს

ჩვენ თქვენი შვილების მომავლისთვისაც ვიბრძვით და არ მგონია, იგივე იყოს მეორე მხარეს – იმ ოქროს ზოდებს და სეიფში დამალულ მილიონებს თქვენი შვილებისთვის არავინ აგროვებს. მითხარით, ვინ ჩამოუყალიბა ის აზრი პოლიციელს, რომ პაატა მანჯგალაძე არის ქვეყნის დამანგრეველი? – ასე მიმართა 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, „სტრატეგია აღმაშენებელის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ სპეცრაზმელ იოსებ როსტიაშვილს.

გდდ-ს თანამშრომელმა, იოსებ როსტიაშვილმა, რომელიც დღევანდელ პროცესზეც მოწმის სახით დაიკითხა, თქვა, რომ აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს მოუწოდებდნენ, რომ მათ მხარეს გადასულიყვნენ, ეს კი მან შეურაცხმყოფლად მიიჩნია. პაატა მანჯგალაძემ აღნიშნულ განცხადებასთან მიმართებით მოწმეს შემდეგი შეკითხვა დაუსვა.

„თქვენ თქვით, რომ „ქვეყანას რომ ანგრევენ და გეუბნებიან ჩვენკენ გადმოდიო, ესაა შეურაცხყოფა!“დაზუსტება მინდა, ეს აღქმა თქვენ აქციების დროს ჩამოგიყალიბდათ, თუ რამე სპეციალური პოლიტიკური გადამზადების კურსია, სადაც ამას გიტარებენ?

პოლიციელი ამბობს, რომ ეს პოლიტიკოსი ანგრევს ქვეყანასო. მე პოლიტიკოსი ვარ ამბიცია მაქვს, ქვეყნის უკეთეს მომავალზე. მარტო ჩემი შვილების კი არა, თქვენი და „ქართული ოცნების“ შვილების უკეთესი მომავლისთვის მაქვს პრეტენზია და თქვენი ეს განცხადება, რას ეფუძნება პაატა მანჯგალაძესთან მიმართებით ან ნებისმიერ ჩვენგანთან მიმართებით?

თუ შეგიძლიათ ამიხსენით, რაში გამოიხატება ჩემი მხრიდან მომავლის დანგრევა? ქვეყნის უკეთესი მომავალი, დემოკრატია და ევროპა რომ მინდა, ამაში გამოიხატება? ჩვენ თქვენი შვილების მომავლისთვისაც ვიბრძვით და არ მგონია იგივე იყოს მეორე მხარეს – იმ ოქროს ზოდებს და სეიფში დამალულ მილიონებს თქვენი შვილებისთვის არავინ აგროვებს, ნამდვილად. კიდევ ერთხელ გეუბნებით, არ გვინდა ეს რადიკალიზება და მხარეთა პოზიციის ჩამოყალიბება, რომ რადგან ადამიანი აქციაზე არის, ის არის ქვეყნის დამანგრეველი. არ შეიძლება ასეთი პოლიტიზება პოლიციის. თქვენ პოლიციის ფიცი გაქვთ დადებული. პოლიციაც მოქალაქისთვის არსებობს, ხელისუფლებაც მოქალაქისთვის არსებობს. მითხარით, ვინ ჩამოუყალიბა ის აზრი პოლიციელს, რომ პაატა მანჯგალაძე არის ქვეყნის დამანგრეველი?“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძეს პროკურორი თამარ ბეჟუაშვილი გამოეხმაურა.

„მოწმეს არ უგულისხმია ის, რომ აქ მყოფი ადამიანები ქვეყანას ანგრევენ. აქ თქვენ შეურაცხყოფაზე არ არის საუბარი. ბატონო მოსამართლე, მოწმეს ეს ამ კონტექსტში არ უთქვამს“, – აღნიშნა თამარ ბეჟუაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებული 10 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პროკურატურა ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როდის უნდა დაწვათ ჩეკები ახალი შემოსავლების მისაღებად და დახარჯული თანხების დასაბრუნებლად – ეზოტერიკოსი თარიღებს ასახელებს
  • მსოფლიოში ყველაზე გრძელ გველად აღიარეს ინდოეთში მცხოვრები პითონი
  • ხანძარი ახალციხეში – რა ვითარებაა ადგილზე?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge