თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „რატის ბარში“ მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 11 მაისს, თბილისში, „რატის ბარში“ ბრალდებულმა განზრახ მკვლელობის მიზნით, 18 წლის ახალგაზრდა ბარის უკანა სივრცეში არსებულ ოთახში გაიყვანა და დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მეორე ბრალდებულმა ნამდვილად იცოდა მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, თუმცა მომხდარი სამართალდამცველებს არ შეატყობინა.
