“რატის ბარში” მოკლული 18 წლის, ალეკო შაკიაშვილის საქმეში ბრალდებული პირების განაჩენი ცნობილია.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ივანე გიგლემიანს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობაზე დაკავებულ რატი პაკელიანს მუხლი გადაუკვალიფიცირდა და 3-წლიანი პატიმრობა განესაზღვრა.
ცნობისთვის, მკვლელობა ღამის კლუბში გასული წლის 11 მაისს, გამთენიას მოხდა. არსებული ინფორმაციით, პოლიციას მოკლული ახალგაზრდა კლუბის გარე ტერიტორიაზე დანით მიყენებული ჭრილობებით დახვდა. ალეკო შაკიაშვილი კიბეებზე ეგდო და სისხლისგან იცლებოდა. დაჭრილი ახალგაზდა სასწრაფოს მისვლამდე გარდაიცვალა.
