რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ანკორიჯში შეხვედრის შემდეგ ვლადიმერ პუტინს ძალიან გაუკვირდა რუსულ ნავთობკომპანიებზე დაწესებული სანქციები.
მისი თქმით, ანკორიჯში რუსეთმა მხარი დაუჭირა აშშ-ის წინადადებას უკრაინის კრიზისის დარეგულირებაზე.
„სანქციები ძალაში რჩება. მეტიც, პირველად იქნა დაწესებული ძალიან მკაცრი სანქციები ჩვენი ნავთობკომპანიების „ლუკოილისა“ და „როსნეფტის“ წინააღმდეგ. ეს მოხდა ანკორიჯში შეხვედრიდან სამი კვირის შემდეგ. პრეზიდენტს ეს გაუკვირდა. ანკორიჯში შევთანხმდით, რომ რუსეთმა მხარი დაუჭირა აშშ-ის წინადადებას უკრაინის კრიზისის დარეგულირებაზე“, – თქვა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამ თანხმობის მერე მოსკოვში ელოდებოდნენ, რომ შეერთებული შტატები რაიმე საბჭოს მოიწვევდა ან დოკუმენტს მოეწერებოდა ხელი, თუმცა ვაშინგტონმა უეცრად „ლუკოილისა“ და „როსნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დაწესდა.
