“ქართული ოცნების” დეპუტატმა, გენო პეტრიაშვილმა ამერიკულ ჭიდაობის ორგანიზაცია RAF Wrestling-თან კონტრაქტი გააფორმა.
„ბრინჯაო 2016-ში. ვერცხლი 2020-ში. ოქრო 2024-ში.“ – წერს RAF Wrestling ფეისბუქ გვერდზე.
RAF კერძო პლატფორმაა, რომელიც მოჭიდავეებს ერთჯერად, სარეიტინგო ორთაბრძოლებში მონაწილეობას სთავაზობს.
მედიაში არსებული ცნობებით, ამერიკული პრომოუშენი არაერთხელ მოხვდა სპეციალიზებული მედიის ყურადღების ცენტრში რუსულ სპორტულ წრეებთან სიახლოვის გამო. უკრაინაში მიმდინარე ომისა და რუსეთისთვის დაწესებული სპორტული სანქციების ფონზე, RAF აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას რუს და ჩეჩენ სპორტსმენებთან, რაც დასავლურ ჭიდაობის სამყაროში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს
გენო პეტრიაშვილი თავისუფალი სტილით ჭიდაობს. ის ევროპის 2-გზის და მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონია. 2016 წელს რიო-დე-ჟანეიროში გამართულ ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი აიღო, 2020 წელს ტოკიოში – ვერცხლი, ხოლო 2024 წელს პარიზში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
ჭიდაობის ორგანიზაცია RAF Wrestling-ს გორის ყოფილი მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც შეუერთდა.
