ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის ორი წევრი, ანნი ფრიდონაშვილი და ტასო დოლიძე ე.წ. ტროტუარის საქმეებზე სასამართლოში დაიბარეს.
ამის შესახებ განცხადებას ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ჩვენი მოძრაობის ორი წევრი, ანნი ფრიდონაშვილი და ტასო დოლიძე, 17 და 18 დეკემბრის ე.წ ტროტუარის საქმეებზე სასამართლოში დაიბარეს.
არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებული არაკონსტიტუციური “კანონით” საქართველოში ტროტუარზე დგომისთვის მოქალაქეებს 15 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ, განმეორებით შემთხვევაში კი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ერთ წლამდე ციხე.
ჩვენ ყოველდღე ვდგავართ რუსთაველის გამზირზე და ასე ვაპირებთ გაგრძელებას.
ბრძოლა ბოლომდე, გამარჯვებამდე!” – წერია განცხადებაში.
