ბევრმა არ იცის, რომ გენეტიკური კოდი, რომელიც ადამიანს ჩასახვისას ეძლევა, მასში მთელი სიცოცხლის განმავლობაში რჩება და ფუნქციურია. ამ პერიოდში ადამიანი იძენს ცოდნას, გამოცდილებას და მიდრეკილებას იჩენს სხვადასხვა სფეროს მიმართ. კოსმოსში ყველაზე დიდ დანაშაულად აბორტი მიიჩნევა. ამ დროს გენეტიკური კოდი უპატრონოდ რჩება და შემდეგ დაუგეგმავ ჩანასახში ახერხებს ჩასახლებას. სამწუხაროდ, ამაზე ბევრი არ ფიქრობს. არადა, ბავშვის ჩასახვისას მისი გენეტიკური კოდი უკვე რეალურად არსებობს. კერძოდ, ბავშვს კოდს კოსმოსი ჩასახვისას აძლევს, ხოლო, როცა ქალი ბავშვს იცილებს და აბორტს იკეთებს, ამ დროს გენეტიკური კოდი უპატრონოდ, ანუ უსხეულოდ რჩება. ის შესაძლოა, დაუგეგმავად სხვა ჩანასახში მოხვდეს. ბავშვი თუ იმ გენეტიკურ ნიადაგზე არ იზრდება, რომელსაც ეკუთვნის, ოჯახში უცნაური ცვლილებები ხდება და ეს შეიმჩნევა. ასევე, როცა ადამიანი ცხოვრების განმავლობაში სრულყოფას მიაღწევს, გარდაცვალების შემდეგ მისი სული დედამიწაზე აღარ მოდის და კოსმოსში რჩება.
როცა ქალის ორგანიზმში ადამიანი ჩაისახება, მას მექანიკურად გადაეცემა წინაპრებისგან პროგრამა, კერძოდ, როგორი უნდა იყოს, რისი ნიჭი და უნარი ექნება, ცხოვრებაში რა გზაზე ივლის და ასე შემდეგ. დედის მუცელში ჩასახული არსება ამ პროგრამას ენერგეტიკის სახით იღებს. მშობლები შვილებთან გენეტიკურ-ენერგეტიკულად არიან დაკავშირებული. ის აზრი კი, რომ მშობლის სახელის დარქმევა შვილზე ნეგატიურად იმოქმედებს, სრული აბსურდია. ამით მას არც მშობლის ბედი გადაეცემა და არც მისი აურა. უბრალოდ, შესაძლოა, ცხოვრების სტილი ერთნაირი ჰქონდეთ, ეს კი გენეტიკის ბრალია. განაგრძეთ კითხვა
