ჩემო შვილებო, იცოდეთ, ისტორიასთან „ჩაწყობა“ არ მოსულა! – წარსულია და ლამაზი ისტორიაა „გეპეის“ ისტორია, არ შეიძლება ბუჩქის ძირას დაჯდეს რამდენიმე კაცი და გამოიტანოს მისი დასასრულის განაჩენი,- ამის შესახებ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, იური ჯანიაშვილმა უნივერსიტეტთან მიმდებარე აქციისას სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
პროფესორის თქმით, „ისტორია უკვდავია, ამიტომ, დავფიქრდეთ, რა ნაბიჯს ვდგამთ“.
„ჩემო შვილებო, იცოდეთ, ისტორიასთან „ჩაწყობა“ არ მოსულა! ისტორია შავით თეთრზე წერს. ისტორია არის უკვდავი, ამიტომ, დავფიქრდეთ, რა ნაბიჯს ვდგამთ. გვაპატიებს კი საქართველოს ისტორია? ძალიან ეჭვი მეპარება. დიდი ილია ბრძანებს, რომ „ერის დაცემა მაშინ იწყება, როცა წარსულს დავივიწყებთ“. წარსულია და ლამაზი ისტორიაა „გეპეის“ ისტორია. არ შეიძლება ბუჩქის ძირას დაჯდეს რამდენიმე კაცი და გამოიტანოს მისი დასასრულის განაჩენი“,- აცხადებს პროფესორი.
ცნობისთვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პროფესორები და სტუდენტები კვლავ ეწინააღმდეგებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას.
