Wednesday, February 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“პროკურატურა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაშიც შევიდა” – მედია

February 4, 2026
“პროკურატურა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაშიც შევიდა” – მედია

მედია “პირველების” ინფორმაციით, პროკურატურა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაშიც შევიდა. ამოღებულია დოკუმენტები და გამოკითხეს თანამშრომლებიც.

თავდაპირველად თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განმარტების გაკეთება არ ისურვეს. წერილობით პასუხში, რომელიც მედია “პირველების” რედაქციამ მიიღო, უწყება წერს, რომ აუდიტის ფარგლებში შესწავლილი იქნა შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და სს ,,ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალს“ შორის მეტროს მოძრავი შემადგენლობის 12 ვაგონის მოდერნიზაციის მომსახურეობის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულება და გაჩნდა კითხები, რის შემდეგაც საქმეში პროკურატურა ჩაერთო.

2025 წლის თბილისის მერის მიერ დამტკიცებული გეგმის თანახმად, შიდა აუდიტის და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა შესაბამისობის აუდიტის ფარგლებში შეისწავლა შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ბალანსზე რიცხულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე და სპეც. ტექნიკაზე (მათ შორის მეტროს ვაგონები) გაწეული მოვლა-შენახვის, როგორც შიდა, ისე გარე მომსახურებების ხარჯები, რომელიც მოიცავს 2023-2024 წლების პერიოდს.

აუდიტის ფარგლებში შესწავლილი იქნა შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და სს ,,ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალს“ შორის მეტროს მოძრავი შემადგენლობის 12 ვაგონის მოდერნიზაციის მომსახურეობის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულება.

მასალების შესწავლით გაჩნდა კითხვები, რომელიც საჭიროებს პასუხის გაცემას, შესაბამისად, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაგზავნილი იქნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში”- წერია შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურაში ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის პასუხისმგებელი პირების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

გამოძიების ფარგლებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 3 თებერვალს რამდენიმე მისამართზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები – ჩხრეკა.

„საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში, სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის“ პასუხისმგებელი პირების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით”- წერს პროკურატურა სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში შესვლასთან დაკავშირებით”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გაშვილებულმა კაცმა 77 წლის შემდეგ საკუთარი ძმები იპოვა
  • შეიცვლება თუ არა ამინდი? უახლესი პროგნოზი
  • “მას ძალიან უყვარს თავისი აშენებული ქვეყანა…”- სტუ-ს რექტორი კობახიძეზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge