“მოქალაქეების” ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი ალეკო ელისაშვილი უკრაინაში მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონში იმყოფება.
როგორ ის სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს, ბრძოლის შორიდან ყურება არ შეეძლო.
ოპოზიციონერი დეპუტატის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არაერთგვაროვან შეფასებებს, მუსიკოსი მაია დარსმელიძე “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე ეხმაურება:
“ხო, ელისაშვილზე კარგის თქმა თუ არ გინდათ, გაატარეთ და ნუ ეღადავებით მაინც. მოგვწონს თუ არა ელისაშვილი როგორც პოლიტიკოსი – ამ კონკრეტულ მოცემულობაში მეასეხარისხოვანია.
ნამდვილად ღირსეული საქციელია და გულით ვუსურვებ თავის ოჯახთან და არასრულწლოვან შვილებთან უვნებლად დაბრუნებას.
ხვალ რომელიმე ქოცმაც იგივე რომ ქნას – ისევე აღვნიშნავ და არანაირად არ გამიტყდება…”, – წერს დარსმელიძე სოციალურ ქსელში.
https://mix.metronome.ge/26654-2/