Wednesday, February 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“არჩევითი და მაინორის საგნების ნაწილი შემცირდება” – ზვიად გაბისონია

February 4, 2026
“არჩევითი და მაინორის საგნების ნაწილი შემცირდება” – ზვიად გაბისონია

ზვიად გაბისონიამ, კობახიძის განათლების რეფორმის განხილვისას პლენარულ სხდომაზე თქვა, რომ 3-წლიანი ბაკალავრიატის პირობებში, პროგრამებს რეაკრედიტაცია “არჩევნითი და მაინორის საგნების ნაწილის ხარჯზე” არ დასჭირდებათ.

გაბისონიას თქმით, არჩევითი საგნების რაღაც კომპონენტები შემცირდება და მაინორ საგნების ხარჯზე მოხდება დადარება.

“3 წელთან დაკავშირებით გეტყვით – რისგან შედგება ეს სამი წელი, რატომ არ იქნება რეაკრედიტაცია საჭირო. დღეს არსებული მოდელის მიხედვით, ოთხ წელში შედის ძირითადი საგნები, მაგალითად სამართალში, შედის არჩევითი საგნები, რომლებიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, და მაინორის საგნები. მაინორის საგნების და არჩევითი საგნების ნაწილის ხარჯზე, იცით, რომ არჩევითი საგნები არის უფრო მეტი რაოდენობით და სავალდებულო არ არის ყველა საგნის გავლა, მხოლოდ ძირითადის გავლაა სავალდებულო.

არჩევითი საგნების რაღაც კომპონენტები შემცირდება და მაინორ საგნების ხარჯზე მოხდება დადარება, ამიტომ არ დასჭირდება პროგრამას რეაკრედიტაცია. იმ შემთხვევაში თუ პროგრამას მოუწევს ძირითად საგნებში ჩარევა, პროგრამას ნამდვილად დასჭირდება რეაკრედიტაცია. ამიტომ, გარწმუნებთ, სამი წელი სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ სტუდენტმა ბაკალავრის ხარისხი მიიღოს”. – თქვა გაბისონიამ.

ცნობისთვის, კობახიძის ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, ბაკალავრიატი 3-წლიანი ხდება, ხოლო მაგისტრატურა – 1-წლიანი, ცვლილება შეეხება ყველა პროგრამას “გამონაკლისი სპეციალობების გარდა”.

ზვიად გაბისონიას განმარტებით, ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების რაოდენობის კვოტირება “მოხდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და დაეფუძნება შრომის ბაზრის მოთხოვნებს”.

გაბისონიას ცნობით, ოცნება ასევე განსაზღვრავს სახელმწიფო უნივერსიტეტებში იმ კონკრეტული მიმართულებებს, “რომელიც მისთვის იქნება მნიშვნელოვანი”.

კობახიძის თქმით, ახლანდელი განათლების სისტემა ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებსა და სტანდარტებს, შესაბამისად, უნდა ჰქონდეთ “ამბიციური მიზანი”, რომ საქართველოშიც იგივენაირი განათლება მიიღონ სტუდენტებმა, როგორც უცხოეთში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • უბილეთო მგზავრის თავდასხმის შედეგად მატარებლის კონდუქტორი დაიღუპა – (გერმანია)
  • როგორ ვაპროგრამებთ მომავალს საკუთარი შთაგონებით
  • „დაწერეთ თქვენი მთავარი სურვილი ფურცელზე…“ – ასტროლოგები დღის რიტუალს გვიზიარებენ

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge