ესპანეთში შტორმ „ლეონარდოს“ გაძლიერების გამო ზოგიერთ რეგიონში სკოლები დაიხურა და სარკინიგზო მიმოსვლა შეწყდა, ევაკუირებულია 3 ათასი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური მედია ავრცელებს.
ესპანეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა მოსახლეობა უკიდურესად ინტენსიური ნალექისა და ძლიერი ქარის შესახებ გააფრთხილა.
ყველაზე რთული სიტუაცია მოსალოდნელია ანდალუსიაში, ქვეყნის სამხრეთ რეგიონში, სადაც ზოგიერთ ადგილას საფრთხის „წითელი“ დონე გამოცხადდა.
ყველაზე მაღალი რისკის ზონებიდან ევაკუირებულია დაახლოებით 3 ათასი ადამიანი.
ქვეყნის მასშტაბით მოძრაობა შეწყდა 45 გზატკეცილზე, უმეტესად ძლიერი წვიმების გამო, ნაწილზე კი გადაადგილება თოვლის გამო არის შეფერხებული. ანდალუსიაში რამდენიმე რაიონში შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლაც.
შტორმ„“ლეონარდოს“ გამო პორტუგალიის რამდენიმე რაიონშიც ასევე გამოცხადებულია საფრთხის მომატებული დონე ძლიერი ქარისა და კოკისპირული წვიმების ფონზე.
