მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია ფარულავამ ტელეკომპანია “რუსთავი2” დატოვა, ამის შესახებ მან ბოლო გადაცემის დამონტაჟების შემდეგ გადაღებულ ვიდეოში ისაუბრა და პოსტიც გამოაქვეყნა. ამ ეტაპისთვის უცნობია თუ რატომ დატოვა მსახიობმა ტელევიზია. მან საკუთარი საშვი კომპანიის შენობის დაცვას დემონსტრაციულად ჩააბარა. ის მიზეზებზე არ საურობს, თუმცა ამბობს, რომ პოლიტიკა არაფერ შუაშია.
“რა დროს ესაა, მაგრამ რადგან ატყდა ამბავი, მოკლედ:
14 თებერვალს დავწერე განცხადება წასვლაზე, “რუსთავი 2”- დან წამოვედი .
“ფარული კონვერტი”- ს ოთხი გადაცემა არის ჩაწერილ-დამონტაჟებული და გავა აუცილებლად.
პოლიტიკა არაფერ შუაშია, დანარჩენი სხვა დროს იყოს …. გმადლობთ, რომ ხართ ჩემი ერთგული მაყურებელი. გაგრძელება იქნება…“, – წერს ფარულავა სოციაულურ ქსელში.