ყველაზე ახალგაზრდა “კანონიერი ქურდის” დედა და ძმა ქურდული სამყაროს მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს. ქალს ხელბორკილები ღამით ჩატარებული სპეც ოპერაციის დროს დაადეს. სპეცრაზმი მანანა ლიპარტელიანთან სახლში, დაბა ჯვარში შევიდა. კრიმინალური პოლიცია ამტკიცებს, რომ რევაზ უბილავას იგივე “ჯვარსკის” დედა გარჩევების ორგანიზებაში ეხმარებოდა.
კანონიერი ქურდის დედა, დიღომის იზოლატროში მოათავსეს, თავად ახლა გაიგრო რას ედევაბა კრიმინალური პოლიცია. პენსიონერი პოზიიცა არ აფიქსირებს და არც ჩვენება მიუცია სამართალდამცველებისთვის. ქალი ჯერ მრავალტომიანი საქმის მასალებს უნდა გაეცნოს.
ბოლო 24 საათში ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 45 პირი დააკავეს. ირკვევა, რომ კრიმინალური პოლიცია ყველას თვეების განმავლობაში ფარულად უსმენდა. დაადგინეს რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საზღვარგარეთ მყოფ “ქურდებს” ფინანსური დავების გადასაწყვეტად მიმართავდნენ, ქურდული ვერდიქტის შემდეგ კი უკვე აქ ადგილზე ხალხს ატერორებდნენ.
“ქურდული სამყაროს” წევრობისთვის ბრალდება წაუყენეს ხალხს, რომელიც სხვა დანაშაულისთვის სასჯელს ისედაც იხდის. ირკვევა, რომ “შავი სამყაროს” წევრები ციხიდანაც გასცემდნენ ე.წ-ლი ქურდული გადაწყვეტილებების აღსრულების დავალებებს და ფიზიკურად უწორდებოდნენ იმ პატიმრებს, ვინც ციხეში “ქურდებს” შეაგინებდა.
