საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2026 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 1.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8 პროცენტი შეადგინა.
ქვემოც მოცემულ გრაფიკზე აღნიშნულია ინფლაციის მაჩვენებელი 2025 წლის დეკემბერთან შედარებით:
საქსტატის ცნობით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 10.6 პროცენტით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.55 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე:
თევზეული – 20.5 პროცენტი,
ხილი და ყურძენი – 16.9 პროცენტი,
პური და პურპროდუქტები – 14.3 პროცენტი,
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 10.2 პროცენტი,
ხორცი და ხორცის პროდუქტები – 9.7 პროცენტი,
ყავა, ჩაი და კაკაო – 9.4 პროცენტი,
ბოსტნეული და ბაღჩეული – 8.8 პროცენტი,
ზეთი და ცხიმი – 8.7 პროცენტი,
რძე, ყველი და კვერცხი – 8.6 პროცენტი,
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 6.8 პროცენტი.
ამასთან საქსტატის მონაცემებით, ფასები მომატებულია (8.3 პროცენტით) ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფშიც, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.68 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე:
საავადმყოფოების მომსახურება – 9.0 პროცენტი,
სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა – 8.3 პროცენტი,
ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება – 7.7 პროცენტი.
ბოლო ერთ წელიწადში გაძვირდა:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – 10.6%;
ჯანმრთელობის დაცვა – 8.3%;
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები – 8.1%; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 7.4%; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 3.5%;
განათლება – 2.2%;
ბოლო ერთ წელიწადში გაიაფდა:
კავშირგაბმულობა – 4.6%-ით;
დასვენება, გართობა და კულტურა – 2.5%-ით;
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – 1.8%-ით;
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა – 0.6%-ით;
ტრანსპორტი – 0.3%-ით.
უცვლელი დარჩა ფასი შემდეგ ქვეჯგუფზე: საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი.
