საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს, – ამის შესახებ, უწყებაში გამართულ ბრიფინგზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა განაცხადა.
ვაჟა სირაძის თქმით, კიდევ 15 პირს ბრალი წარედგინება (ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი – დაუსწრებლად). მათ შორის სამი ე.წ. კანონიერი ქურდია.
