საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში რესტორანში სადილის საშუალო ფასი წლიურად 7%-ით გაიზარდა.
იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 1.2% შეადგინა, წლიური ინფლაცია კი 4.8% იყო. საქსტატის თანახმად, ინფლაციის მატებაზე ყველაზე დიდ გავლენას კვლავ სურსათის ჯგუფი ახდენს, სადაც ფასები წლიურად 10.6%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ საქსტატი ინფლაციას 305 დასახელების საქონლისა და მომსახურების ფასების გამოკვლევით ითვლის, სადაც მათ შორის შედის კაფეებსა და რესტორნებში ზოგიერთი პროდუქტის ფასიც.
ოფიციალური სტატისტიკით, მიმდინარე წელს გაზრდილია რესტორნებში ფასი ტრადიციულ კერძებზე. კერძოდ, იანვარში რესტორნებში ხინკალი წლიურად 5%-ით გაძვირდა. გასული წლის იანვართან შედარებით 10%-ით გაძვირდა ხაჭაპური კაფეში, ხოლო საცხობში ხაჭაპურის ღირებულება 10.1%-ითაა გაზრდილი.
10.2%-ით გაიზარდა ბარში ლუდის ღირებულება. ასევე გაზრდილია კაფეში ყავის ფასიც და სექტემბერში წლიურმა ზრდამ 6.3% შეადგინა.
