საკულტო ფილმის გაგრძელება ოფიციალურად ბრუნდება დიდ ეკრანებზე! სტუდიამ 20th Century-მა წარმოადგინა ფილმის „ეშმაკი ატარებს პრადას 2“ პირველი სრულფასოვანი ტრეილერი და გადაღებების დეტალებიც გაამხილა. ფილმის საერთაშორისო პრემიერა 2026 წლის 1 მაისს არის დაგეგმილი.
სიქველი აერთიანებს ვარსკვლავურ მსახიობთა შემადგენლობას: მერილ სტრიპი, ენ ჰეთუეი და ემილი ბლანტი კვლავ ბრუნდებიან მირანდა პრისტლის, ენდი საქსისა და ემილი ჩარლტონის როლებში. სიუჟეტის მიხედვით, ისტორია ვითარდება პირველი ნაწილის ფინალიდან ორი ათწლეულის შემდეგ და ფოკუსირდება მოდის სამყაროში მომხდარ ცვლილებებსა და გმირების ცხოვრებაზე ახალი მედია-რეალობის პირობებში.
„ეშმაკი ატარებს პრადას 2“ – კოსტიუმების დიზაინერი და ლუქები პერსონაჟებისთვის ფილმის ვიზუალური მხარე ერთ-ერთ მთავარ აქცენტად იქცა: კოსტიუმები აერთიანებს კლასიკას, ვინტაჟსა და თავშეკავებულ ფუფუნებას, რაც პერსონაჟების გამოცდილებას, სტატუსსა და დროის განმავლობაში განცდილ ტრანსფორმაციას ასახავს.განაგრძეთ კითხვა
