Tuesday, February 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიქნები „ქართული ოცნების“ ღირსეული ოჯახის წევრი” – ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე

February 3, 2026
“სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიქნები „ქართული ოცნების“ ღირსეული ოჯახის წევრი” – ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე

სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიქნები „ქართული ოცნების“ ღირსეული ოჯახის წევრი – ერთი ფეხის გადაბრუნებით ნუ განსჯით ადამიანს, ცხოვრებაა და არავინ არ იცის ვინ რა დროს სად აღმოვჩნდებით,- ამის შესახებ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, დავით შარაშიძე სოციალურ ქსელში წერს, რომელიც პოლიციელზე ძალადობისთვის იყო დაკავებული.

როგორც შარაშიძე წერს, სასამართლოზე აღიარა დანაშაული, შელაპარაკება მოხდა, „რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება მოუვიდეს“.

„მინდა გამოვეხმაურო ჩემს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რომელსაც „ტვ პირველი“, ოპოზიციური ტელეარხები და ვაი ჟურნალისტები, რომლებსაც განათლება არ აქვთ, ზრდილობაზე და კულტურაზე ხომ ზედმეტია საუბარი, მაგრამ რატომღაც მათგან ასეთ საქციელებს უკვე მივეჩვიეთ და ვხვდებით რომ არიან გაუნათლებელი, ჩამოუყალიბებელი ხალხი, რომლებიც ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. ზუსტად ასეთი ხალხი სჭირდებათ „ტვ პირველს“, „ფორმულას“, „მთავარს“, რომლებიც ელემენტარულ ჟურნალისტურ ეთიკასაც არ იცავენ და ამის უამრავი მაგალითი სახეზე გვაქვს ჩვენს რეალობაში.

ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მათ შორის გაუთვალისწინებელი შემთხვევები, ისეთი რომელიც საერთოდ შეიძლება ვერც კი წარმოვიდგინოთ. უპირველეს ყოვლისა, მინდა უდიდესი პატივისცემა გამოვხატო სასამართლოს მიმართ, პროკურატურის მიმართ და ზოგადად სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. მათ გამართულ მუშაობაზე დგას დღეს ჩვენი სახელმწიფო. მინდა შექმნილი მდგომარეობის გამო ბოდიში მოვიხადო, ბოდიშს ვუხდი ჩოხატაურს. ტელევიზიების მიერ გავრცელებული ინფორმაციები, ნიუსები, არცერთი სიმართლეს არ შეესაბამება, მათ შორის გავრცელებული ვიდეო კადრები, რაც „ტვ პირველმა“ გაავრცელა არის ჩამოჭრილი და დამონტაჟებული, მაგრამ ამ ხალხისგან მიჩვეულები ვართ ასეთ სიბინძურეებს და ეს საზოგადოებისთვის არახალია. მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს ოჯახს, მეგობრებს, ბოდიშს ვუხდი პოლიციელ გიორგი ჯინჭარაძეს და მის ოჯახს, რომელიც მომხდარი შემთხვევის დროს არ ასრულებდა პოლიციელის მოვალეობას, არ ეცვა ფორმა. ჩვენ ერთად ვისხედით ნათლობის სუფრაზე და აღვნიშნავდით ჩვენი მეგობრის შვილის გაქრისტიანებას და მეტიც, მომხდარი შემთხვევის შემდეგ მყისიერად მივედი და ბოდიში მოვუხადე. მე სასამართლოზე ვაღიარე ჩემი დანაშაული, მოგვივიდა ერთმანეთში შელაპარაკება, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება მოუვიდეს, ადამიანები ვართ და ცხოვრებაა, ძალიან ვწუხვარ ამის გამო. მომხდარი შემთხვევის გამო მე დავტოვე თანამდებობა, დავტოვე სამსახური, რომელშიც როგორც მერობის დროს და ახლაც, გული და სული მქონდა ჩადებული და ვემსახურებოდი ჩოხატაურს. მე სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიქნები „ქართული ოცნების“ ღირსეული ოჯახის წევრი, რომლის დაფუძნებაშიც თავის დროზე მამაჩემმა მიიღო მონაწილეობა და იმ დროიდან მოყოლებული ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას, იმ დროიდან რომელ დროსაც ხალხს გამოჩენა და მხარდაჭერა ეშინოდა. მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც არ იცის რეალურად რა ხდება და ბინძურ კომენტარებს წერენ, ერთი ფეხის გადაბრუნებით ნუ განსჯით ადამიანს, ცხოვრებაა და არავინ არ იცის ვინ რა დროს სად აღმოვჩნდებით”,- წერს შარაშიძე.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე, რომელიც იმ მომენტისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.

კერძოდ,უწყების ცნობით, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ სამართალდამცველს, რის შედეგადაც პოლიციელმა დაზიანებები მიიღო სახის არესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ დავით შარაშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისში აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავი ერთ კვირაში მეორედ დაჯდა
  • სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ
  • აქციები, ოქრო, ბიტკოინი – რატომ გაიზარდა ბირჟაზე ყველაფრის შეფასება?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge