“პროცესი პროფესორ-მასწავლებლების ოპტიმიზაციამდე აუცილებლად მივა”- ამის შესახებ ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორმა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.
ნოდარ ბელქანიას თქმით, გარდაუვალი იქნება ასევს სტუდენტებისა და ადმინიატრაციული პერსონალის რიცხვის შემცირებაც.
გარდაუვალი იქნება პროფესორ-მასწავლებლების შემცირება, ადმინისტრაციული პერსონალის, სტუდენტების შემცირება. დეკლარილებული სიტყვები [პროფესორ-მასწავლებს არაფერი ემუქრებათ] ცარიელი სიტყვებია, რომლის უკან არაფერი დგას.
ჩვენ ძალიან ბევრი გაუაზრებელი გადაწყვეტილებს ვისმენთ და ვდგავართ. ვისმენთ ისეთ რაღაცებს, რასაც რეალობასთან არავითარი კავშირი არ აქვს.
ჩვენთან აუდიტორიების პრობლემაა, უნივერსიტეტმა სახელმწიფოს უზარმაზარი შენობა აჩუქა და სანაცვლოდ მიიღო დაპირება. მე უნივერსიტეტში რომ მოვედი, 17 წლისაც არ ვიყავი. მახსოვს, პირველ კორპუსში იყო მაკეტი, რომლის მიხედვითაც მაღლივის ადგილზე უზარმაზარი კამპუსი უნდა აშენებულიყო, ეს მაკეტი ჩემთან ერთად დაბერდა და საბოლოოდ გადააგდეს. ანუ ქვეყანაში დაპირებების ფასი, არც ისე მაღალია. დაპირებების ნაცვლად რეალური ქონების გაცვლა აბსურდია”- თქვა პროფესორმა.
“ქართულმა ოცნებამ” თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები ამ იდეას აპროტესტებენ. უკვე რამდენიმე დღეა, ისინი ითხოვენ პასუხს, თუ რატომ გადაწყვიტა „ოცნებამ“ ორი ისტორიული უნივერსიტეტის გაერთიანება აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების აზრის მოსმენის გარეშე.
