თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტი, რექტორ ჯაბა სამუშიასთან შეხვედრაზე შევიდა.
სტუდენტები 11 საათიდან თსუ-ს პირველ კორპუსთან აქციას მართავდნენ და აკადემიური საბჭოს შეხვედრაზე დასწრებას მოითხოვდნენ, სადაც ტექნიკური და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების გაერთიანებასთან დაკავშირებულ საკითხზე შეხვედრა მიმდინარეობდა, თუმცა აკადემიური საბჭოს შეხვედრაზე სტუდენტები არ შეუშვეს. აკადემიური საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ კი სტუდენტების მოთხოვნით რექტორ ჯაბა სამუშიასთან შესახვედრად რამდენიმე სტუდენტი შევიდა.
ასევე, თსუ-ს ეზოში კვლავ რჩებიან სტუდენტები და ლექტორები, რომლებიც ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების გაერთიანებას აპროტესტებენ.
