მეტალების საერთაშორისო ბირჟაზე უკიდურესად მკვეთრი დაღმასვლის დინამიკა ფიქსირდება – რეკორდული შედეგის მიღწევის შემდეგ, ვერცხლმა მყისიერი 40%-იანი კოლაფსი განიცადა.
გასულ ხუთშაბათს ვერცხლის ფასმა უნციაზე რეკორდულ 121 დოლარს მიაღწია, დღეს კი ბირჟაზე 72-დოლარიანი მინიმუმი დაფიქსირდა, რაც 40%-იან კლებას გულისხმობს და მას ინვესტორები ტექნიკურ დონეზე არა უბრალოდ ვარდნას, ან კორექციას, არამედ კოლაფსს უწოდებენ.
უკიდურესად ნეგატიური შედეგი აქვს ოქროსაც, რომლის ფასმა ხუთშაბათს რეკორდულ 5,600 დოლარს მიაღწია, დღეს კი ის 4,400-დოლარიან მინიმუმს აფიქსირებს, რაც 21%-იან კორექციას წარმოადგენს.
ანალოგიური დინამიკა იკვეთება პლატინასთან მიმართებითაც, რომელიც ამავე პერიოდში 35%-ით არის გაუფასურებული.
საერთო ჯამში, ოქროსა და ვერცხლის გაუფასურების შედეგად, ძვირფასი მეტალების საბაზრო შეფასება ჯამურად $10 ტრილიონით შემცირდა, რაც ამ შემთხვევას ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მკვეთრ კორექციად აქცევს. [Bm.ge]
